როდსტერი, ბიემვი, ბეემვე, ბიემვი ემ8, ტუნინგი, სპორტქარი, ვი 8, ბეემვე მე-8 სერია, ბიემვი მე-8 სერია, ბეემვე ემ8
Aa
Aa

G-Power-ის 820-ცხენისძალიანი BMW M8 ბრენდის რეპუტაციას ამართლებს

ამის გარდა ტიუნინგის კიდევ ორი ვარიანტი ექნება.

BMW-ს მე-8 სერია ერთ ავტომობილში ფუფუნებასა და მონაცემებს ერთად ძვირიან შეკვრაში აერთიანებს. ამ სერიამ ძალიან ბევრი ავტოენთუზიასტის ყურადღება მიიქცია, მაგრამ, სამწუხაროდ, კომპანიის SUV-ების გაყიდვებს სერიოზულად ჩამოუვარდება და ბავარიული ავტომწარმოებლის იმედებს ჯერჯერობით აცრუებს. ახლა ბაზარზე არსებული BMW M850i M Perfomance მოდელი მე-8 სერიის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ავტომობილის მართვის პროცესს მეტად სასიამოვნოს ხდის, თუმცა არა რადიკალურად განსხვავებულს.

ასეთია M8, რომელიც ქარხნულად 600 ცხენის ძალას გვთავაზობს და Competition მოდელის შემთხვევაში ეს კონკრეტული მაჩვენებელი თავბრუდამხვევ 617 ცხენის ძალამდე იზრდება. მომხმარებლების უმეტესობისთვის ეს საკმარისია, მაგრამ ვინც უფრო რადიკალურად განსხვავებულს და ძლიერ BMW M8-ს ეძებს, ჯობია G-Power ტიუნინგ ატელიეს მიმართონ.

G-Power G8M Bi-Turbo 3 სიმძლავრის ავტომობილს გთავაზობთ. პირველ, საბაზო ვერსიას, 720 ცხენის ძალა და 850 ნმ მაბრუნ მომენტი აქვს. საშუალო ვერსიას 770 ცხენის ძალა, 930 ნმ მაბრუნი მომენტი და Hurricane RR 21-იანი დისკები აქვს. მესამე, ყველაზე მძლავრი ვერსია 820 ცხენის ძალის და 1000-ზე მეტ ნმ მაბრუნი მომენტის მქონე ძრავით არის აღჭურვილი.

სამივე ვერსიის შემთხვევაში საუბარი ერთსა და იმავე ძრავაზეა: BMW M8-ის 4,4-ლიტრიანი „ტვინ“ ტურბო V8. ასეთ მაჩვენებელი პროგრამული უზრუნველყოფასა და ძრავის ნაწილებში ჩარევის შედეგად მიიღეს, ტურბოკომპრესორების დიამეტრი გაზარდეს და ECU ხელახლა დააპროგრამირეს. ასევე გამონაბოლქვის სისტემა ტიტანის ალტერნატივაზე შეიცვალა.

ტიუნინგ ატელიესგან ასეთი ვარიაციის საშუალება იშვიათობაა, რაც შესაძლოა პოტენციური კლიენტების რაოდენობა გაზარდოს, თუ, რა თქმა უნდა, BMW-ს დილერებთან მე-8 სერიის გაყიდვები არ გაჩერდა. 200-ცხენისძალიან ნამატს ყველა არ ისურვებს, მორიდებული/მოკრძალებული მომხმარებელი 720 ცხენითაც დაკმაყოფილდება.

მსგავსი სიახლეები