აგრესიული გარეგნობის Lumma Design-ის BMW X7
ინტერიერის ცვლილებები და მასიური დისკები ამ განახლების ნაწილია.
თუ BMW X7-ის დიზაინი თქვენთვის არასაკმარისად აგრესიული და დახვეწილია, Lumma Design-მა გამოსავალი იპოვა. გერმანულმა ტიუნინგ ატელიემ შარშან ოქტომბერში მოდიფიცირებული CLR X7 წარადგინა და ახლა გაყიდვების დაწყებისთვის მზად არის.
შეგასხენებთ, რომ ესთეტიკური ცვლილებები Lumma-ს ექსტერიერის პანელებს, ინტერიერის დანამატებს და უზარმაზარ დისკებს მოიცავს. Lumma-ს პანელების გამო, ისედაც განიერი X7, 10 სანტიმეტრით გაიზარდა. შეცვლილი ბამპერის ერთ-ერთი საინტერესო თვისება, მუხრუჭების გაგრილების ინტეგრირებული ჰაერის ჭრილებია. ბამპერზე „ტუჩისებრი“ წინა სპოილერის დამატებით, ავტომობილის კლირენსი ვიზუალურად შეამცირეს, რაც მეტად აგრესიულ შეხედულებაში აისახა.

X7-ის უკანა ნაწილიც შეიცვალა, ახლა, სახურავის სპოილერის გარდა, ერთი პატარა სპოილერი საბარგულის კარზე დაემატა. ფრთების გაფართოებული ჩარჩოები შეერთებულია გადაბმით და მონოქრომით არის გაფორმებული.
ავტოინდუსტრიის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ექსტერიერის ელემენტების შეცვლის შემთხვევაში ვინმეს ქარხნული დისკები დაუტოვებია. გამონაკლისი არც ეს გახლავთ. CLR X7-ს წარდგენის დროს 23-იანი დისკები ამშვენებდა. ახლა კიდე ტიუნინგ ატელიე თავის მომხმარებელს 24-იან დისკებს სთავაზობს, რომლებიც წინ 295 მმ და უკან 355 მმ სიგანის საბურავებით უნდა აღიჭურვოს.

როდესაც საქმე ინტერიერს ეხება, ალუმინის საფუხურები და Lumma-ს ბრენდირებული ხალიჩები ტიუნინგ ატელიეს ყველა მოდელს მოყვება. სალონის კომპონენტებსა და მორთულობაში გამოყენებულ მასალებს რაც შეეხება, არჩევანი ისეთივე დიდია, როგორც მანძილი დედამიწიდან მზემდე.
Lumma-ს ტიუნინგ ატელია შეკვეთების მისაღებად უკვე მზად არის. CLR X7-ის ექსტერიერის ელემენტების პაკეტი €16,750-დან იწყება, რაც დაახლოებით $18,000-ს შეადგენს. მას სტანდარტულად 23-იანი დისკები მოყვება, მაგრამ პაკეტის დაყენება, შეღებვა და ინტერიერის შეცვლის სამუშაოს საფასური ცალკე გადასახდელია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს