Aa Aa
24 ივნისი 2022  |  10:08

Tesla-ს დასაკეცმა სახელურმა მძღოლი აგრესიული ადამიანისგან იხსნა

Tesla-ს სახელურმა მძღოლიც დაიცვა და დაძაბულობაც გაფანტა.

Tesla-მ დასაკეცი სახელურები პირველად 2012 წელს Model S-ში გამოიყენა. მას შემდეგ ეს სახელურები ახალ ამბებში ხშირად უარყოფით კონტექსტში გვხვდება.

წლების განმავლობაში კომპანიამ ეს ტექნოლოგია დახვეწა. თუმცა, ამოსაწევი სახელურები მძღოლებს პრობლემებს ჯერ კიდევ უქმნის. მაგალითად, ზამთარში იყინება და აღარ ამოდის. ან კაბელები ზიანდება და კარი აღარ იღება.

ასეთ სახელურებს მიჩვევა ნამდვილად სჭირდება. თუმცა, როგორც აღმოჩნა, გარკვეულ სიტუაციებში შესაძლოა გამოსადეგიც აღმოჩნდეს.

ეს შემთხვევა Tesla-ს კამერამ გადაიღო და ჩაიწერა. ვიდეოში ჩანს, რომ გაბრაზებული მძღოლი ავტომობილს უახლოვდება. ჯერ ფანჯარაზე აკაკუნებს, შემდეგ კი კარის გაღებას ცდილობს, მაგრამ სახელურს ვერ პოულობს და იბნევა.

არ ვიცით, რამ გააბრაზა მძღოლი ასე, მაგრამ სახელურის ვერ პოვნის შემდეგ უფრო გაბრაზებული ჩანს. Tesla ადგილიდან იძვრება და მიდის.

როგორც აღმოჩნდა, დამალული სახელურები აგრესიული ადამიანებისგან თავის დასაცავად კარგი საშუალებაა.

რა თქმა უნდა, სხვა სახელურების შემთხვევაშიც, კარის ჩაკეტვა შიგნიდან ღილაკზე თითის დაჭერით შესაძლებელია. მაგრამ ამ დროს შეიძლება ვინმე სახელურს ჩამოეკიდოს და დააზიანოს.

გაზიარება: