Mercedes-ი ორი გერმანული ქარხნის დახურვის რისკის წინაშეა
Mercedes-Benz-მა თანამშრომლებს განუცხადა, რომ გერმანიაში მოქმედი ქარხნების სრული რაოდენობით შენარჩუნება გარანტირებული არაა. კომპანიის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, მიხაელ შიბეს, განცხადებით, ავტომობილების ასაწყობი ერთი და ერთიც — ძრავებისა და სხვა ძალოვანი სისტემების მწარმოებელი ქარხანა შესაძლოა დაიხუროს, თუ კომპანიის სამუშაო ძალის ხარჯები არ შემცირდება.
ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო
ამ ეტაპზე Mercedes-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი გერმანული ქარხნებია დახურვის საფრთხის ქვეშ და არც ვადები განუსაზღვრავს. კომპანიის განმარტებით, მათი მიზანი გერმანიაში მოქმედი ყველა საწარმოს შენარჩუნებაა, თუმცა მათი მომავალი პირდაპირ ხარჯების შემცირებასთანაა დაკავშირებული.
რომელი ქარხნებია დახურვის რისკის ქვეშ?
ობიექტების დახურვის საფრთხის შესახებ შიბემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიას არჩევანის გაკეთება ხარჯების შემცირებასა და საწარმოო სიმძლავრეების დაკარგვას შორის უწევს. Mercedes-ის გერმანულ საწარმოებს შორის ავტომობილების აწყობის საბოლოო ფაზა Sindelfingen-ის, Rastatt-ისა და Bremen-ის ქარხნებში მიმდინარეობს.

ძრავების, გადაცემათა კოლოფისა და ელექტროძრავების წარმოება კი დამატებით შვიდ ლოკაციაზეა გადანაწილებული: Untertürkheim-ში, Affalterbach-ში, Berlin-ში, Hamburg-ში, Kamenz-ში, Kölleda-სა და Arnstadt-ში. თუმცა Mercedes-ს ამ ათი ქარხნიდან დახურვის რისკის ქვეშ მყოფებში კონკრეტულად არცერთი არ დაუსახელებია.
რეალურად, Mercedes-ის მთავარი პრობლემა არა სიმძლავრე, არამედ ხარჯებია. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ გერმანიაში წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით უკვე აღარაა განპირობებული და დიდწილად მაღალ შრომით ხარჯებზე მოდის. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთში მდებარე Mercedes-ის ქარხანა, სადაც წარმოების ხარჯები გერმანიასთან შედარებით დაახლოებით 70%-ით დაბალია.

ასევე დაგაინტერესებთ: გერმანული ავტომწარმოებლები გერმანიიდან გარბიან — პორშე რჩება
ხარჯებში მკვეთრმა განსხვავებებმა კი კომპანიის საწარმოო გადაწყვეტილებებზეც იმოქმედა. მაგალითად, Mercedes-მა მცირე ზომის ავტომობილებისა და G-Class-ის წარმოების ნაწილი უკვე უნგრეთში გადაიტანა.