Aa
Aa

კალიფორნიაში 30-ზე მეტ მძღოლს საბურავები ერთდროულად გაუსკდა

ოფიციალური პირების თქმით, ეს განზრახ გაკეთებული არ უნდა იყოს.

რა შეიძლება დილით სამსახურისკენ მიმავალ გზაზე შეგემთხვეს? ავარია? საცობი? დაგვიანება? კალიფორნიის ავტომაგისტრალზე 30-ზე მეტ მძღოლს ავტომობილის საბურავი გაუსკდა და თითქმის ყველას ერთდროულად.

ლოს ანჯელესში სულ მცირე 36 ავტომობილი გზის კიდეზე აყენია და მძღოლები საბურავებს ერთდროულად ცვლიან. საბედნიეროდ, შემთხვევების დროს არავინ დაშავებულა.

კალიფორნიის საპატრულო პოლიციის თქმით, ეს შემთხვევები გზაზე დავარდნილმა ლურსმნების ყუთმა გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთოდან გადმოვარდა. მათი თქმით, ეს შემთხვევითობაა და წინასწარ განზრახული არ ყოფილა. თუმცა, ყველა ამ აზრს არ იზიარებს.

ერთ-ერთმა საბურავების ტექნიკოსმა ვიდეოს კომენტარებში დაწერა, რომ ადრე უფროსმა უბრძანა, ავტომობილის ფანჯრიდან გზაზე ლურსმნები გადაეყარა.

რა მოხდა სინამდვილეში, ამას კალიფორნიის პოლიცია გაარკვევს. თუმცა, ერთი რამ უდავოა: მაგისტრალზე ნებისმიერი ტიპის ნარჩენების შენიშვნისას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან მაღალ სიჩქარეზე შეჯახებები მსხვერპლით შეიძლება დასრულდეს. თუ ვიღაცამ მაგისტრალზე ლურსმნები დაყარა, რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაშაულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები