ლეგენდარული F40-ის თანამედროვე ხედვა: Ferrari F42-ის რენდერი
Aa
Aa

ლეგენდარული F40-ის თანამედროვე ხედვა: Ferrari F42-ის რენდერი

არტისტმა პოლ ბრეშკემ ახალი „რა იქნებოდა, რომ“ რენდერი შემოგვთავაზა.

Ferrari F40 ნამდვილი ლეგენდაა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო V8 სუპერქარია. 1992 წელს ამ მანქანის წარმოების შეწყვეტა ეპოქის დასრულებას ნიშნავდა. 1995 წელს ის Ferrari-მ F50-ით ჩაანაცვლა. 2002 წელს კი Enzo გამოუშვა. თუმცა, ერთმა არტისტმა გადაწყვიტა ეს მანქანა გაეცოცხლებინა და თანამედროვე სუპერქარად აქცია. ეს რენდერი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ამ ბოლო დროს გინახავთ.  

პოლ ბრეშკემ მანქანას Ferrari F42 უწოდა. მის შესაქმნელად 7 თვე დასჭირდა. შედეგი შესანიშნავია. ეს მანქანა Ferrari-ს სხვა მოდელებითაცაა შთაგონებული. ვიწრო LED მაშუქები, კარბონის ნაწილები, დადაბლებული დიფუზორი აქვს.  

რენდერს F40-ის დნმ აშკარად ეტყობა. შეხედეთ უაკან ფრთას! თანამედროვე ავტომობილების დეტალებსა ცვხედავთ, მაგალითად, P80/C სარბოლო მანქანის და F8 Tributo-ს. ეს განსაკუთრებით მანქანის წინა ნაწილს ემჩნევა. გვერდიდან ის ცოტათი LaFerrari-ს და Enzo-ს მოგაგონებთ.  

„Ferrari F42-ის შექმნის მთავარი მოტივაცია F40-ის ახალი ვერსიის შექმნა იყო.  was to create a new version of F40," Breshke tells us via email. ყველაფერი, რისი რენდერის გაკეთებაც ვცადე, საკმარისად კარგად არ გამოიყურებოდა. ამიტომ, აზრი შევიცვალე და სხვა მიმართულება ვცადე. შთაგონება სხვა ახალი მოდელებისგანაც ავიღე“. - ამბობს ბერშკე.

Ferrari ლეგენდარული F40-ის წარმოებაში დაბრუნებას არ გეგმავს. 2020 წელს კომპანია ორ ახალი სუპერქარს შემოგვთავაზებს. 2021 წელს კი Purosangue SUV-ის პრემიერა შედგება. 2022 წელს ახალ ჰიპერქარს უნდა ველოდოთ. F40-ის თანამედროვე მოდელზე კი მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.  

მსგავსი სიახლეები