საქართველოს ამერიკული მანქანების იმპორტი 8%-ით გაუიაფდა - როგორია ერთი ერთეულის ღირებულება
საქართველოს ამერიკული მანქანების იმპორტი 8%-ით გაუიაფდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2025 წლის იანვარ-მარტში აშშ-დან იმპორტირებული ერთი მსუბუქი მანქანა საშუალოდ 12 780 დოლარი ღირდა, წელს მისი ფასი 11 730 დოლარამდე შემცირდა. (შენიშვნა - მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა, უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს).
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ აშშ-ში 475.732 მლნ დოლარის ღირებულების 37 232 ერთეული მანქანა იყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში კი 365.815 მლნ დოლარის 31 181 ერთეული.
ასევე დაგაინტერესებთ: მეორადი ავტომობილების ფასი წელს პირველად დაეცა | EV-ებზე მოთხოვნა იზრდება
რაც შეეხება მთლიან იმპორტს, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 856.044 მლნ დოლარის 47 425 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში კი 632.249 მლნ დოლარის ღირებულების 40 182 ერთეული. შესაბამისად, ერთეულის ფასი 18 050 დოლარიდან 15 735 დოლარამდე, თითქმის 13%-ით შემცირდა. (ამ შემთხვევაშიც მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა, უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს).