ავარია, ფერარი, ფერარი 296 ჯითიბი, ფერარი ეფ12 ბერლინეტა
Aa
Aa

ორი Ferrari ჰაერში აფრინდა და ღობეს შეასკდა

ორმაგი გულისტკივილი ავტომოყვარულებისთვის.

იტალიაში, Ferrari-ის ორი „სუპერქარის“ მონაწილეობით, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების მძღოლებმა დამუხრუჭება ვერ მოასწრეს და ვიღაცის ვილაში „შეფრინდნენ“. დრამატული ავარია სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მძღოლები კი იღბლიანები არიან, რომ მათ მხოლოდ მცირე დაზიანებები აღენიშნათ.

მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ Ferrari-ის მძღოლები 50 და 54 წლის ბელგიელი მამაკაცები არიან. ისინი ანკონაში ისვენებდნენ. ავტომობილებზე კონტროლი მათ მაშინ დაკარგეს, როდესაც მაღალი სიჩქარით გზის ბორცვზე გადაიარეს. ამან ტრამპლინივით იმოქმედა და მანქანები ჰაერში აიჭრა. რომ არა ჩანაწერები, ამ ამბავს, ალბათ, არავინ დაიჯერებდა. ეს ყველაფერი „ჰოლივუდურ“ ფილმს ჰგავს. 

დაზიანებული Ferrari-ის მოდელები საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილებია. წითელი, რომელიც კადრში პირველი ჩნდება, Ferrari 296 GTB Assetto Fiorano-ა. ლურჯი კი Ferrari F12 Berlinetta-ა. ამ უკანასკნელს მოგვიანებით ცეცხლიც უჩნდება. ეს ავტომობილი სადაზღვევომ ჩამოწერა.

არავინ იცის, თუ რა ედოთ თავში გადარეულ ბელგიელებს, თუმცა, ეს ყველაფერი კარგად ნამდვილად არ დასრულებულა. თანაც ეს ადამიანები ხომ ახალგაზრდები არ არიან? მათგან ასეთი ქცევა ორმაგად გასაკვირია. ორი დამტვრეული Ferrari, ჩაშხამებული დასვენების დღეები და სხეულის დაზიანებები - რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები