ნაკლები სტილი, მეტი სივრცე: 2018 წლის Volkswagen Jetta
Aa
Aa

ნაკლები სტილი, მეტი სივრცე: 2018 წლის Volkswagen Jetta

2018 წლის Volkswagen Jetta საშუალო ზომის Passat-ზე პატარა ავტომობილია. ორივე ავტომობილი ერთ პრინციპზეა აგებული: „მეტი სივრცე, ნაკლები სტილი“. კონსერვატიული სტილი, ტევადი სალონი და საბარგული. როცა საქმე ყოველდღიურობისთვის პრაქტიკულობას ეხება, ეს ყველაფერი ცუდი სულაც არ არის, თუმცა, ცოტათი მოსაწყენია. 

Jetta-ს რამდენიმე ვერსიაზე ტურბოდაბერვის ძრავა ცოტათი გაგახალისებთ. აჩქარება დამაკმაყოფილებელია, საწვავის მოხმარება კი ეკონომიური. რა თქმა უნდა, ამ სეგმენტში არის მანქანები, რომლებიც, თავისი სტილით, თქვენს გემოვნებას უფრო მოერგება, მაგრამ დადებითი მხარეები, როგორც ყველას, ამ მანქანასაც აქვს.

მთლიანობაში კი 2018 წლის Jetta, წინა მოდელებთან შედარებით, უფრო ტევადი და ადეკვატურია.  

არჩევანი და ფასი:

2018 წლისთვის Jetta-ს შემდეგი მოდელები ჰყავს:

  • S - $19,645
  • Wolfsburg Edition - $20,345
  • SE - $22,245
  • SE Sport - $23,245
  • SEL -  $26,245
  • GLI - $29,545

Wolfsburg Edition 2018 წელს სიახლე იყო, ისევე, როგორც SE Sport 170-ხენისძალიანი ძრავით. ყველა მოდელს, წინა წლებთან შედარებით, მცირედი განახლებები აქვს. ცხაურაც ცოტათი შეცვლილია. 2018 წლისთვის კი ყველაზე შესამჩნევი ახალი დისკებია.

ამ მანქანებს ბაზარზე ძირითადად 1.4-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავებით შეხვდებით, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი სტანდარტულია. 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის არჩევაც შესაძლებელია. SE Sport და SEL მოდელები 1.8-ლიტრიანი  4-ცილინდრიანი ძრავებითაა. მათ 20 ცხენის ძალით მეტი აქვს, მაგრამ ხელმისაწვდომი მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა. Jetta GLI-ს დაკიდების სისტემა განხლებულია. 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის მხოლოდ 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.

Jetta-ს სტილი გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი არასდროს ყოფილა. მთავარი აქცენტი მოცულობაზე იყო გაკეთებული. კომპაქტურ სედანში მგზავრებისთვის უკან ადგილი იმდენივეა, რამდენიც საშუალო ზომის სედანში. საბარგულიც ამ მანქანის კლასში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. SE მოდელის ექსტერიერი ყველაზე დახვეწილი და კომფორტულია. მასში კარგი ხარისხის მატერიაა გამოყენებული. შედარებით ძვირიან მოდელებს Apple CarPlay და Android Auto აქვს. მათი გამოყენება ადვილია.

შეჯახების ტესტებში Jetta-მ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა, უსაფრთხოების ისეთი სისტემები, როგორებიცაა ავტომატური დამუხრუჭება და ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, მხოლოდ SEL მოდელზეა ხელმისაწვდომი.

ძრავა და მართვადობა

2018 წლის Jetta საკმაოდ სასიამოვნოდ სამართავი ავტომობილია. მისი მეტოქეების ნაწილს გამოცდილება აკლია. აგრეგატის ფართო არჩევანსაც გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, ეს მანქანა მაინც საშუალო შეფასებას იმსახურებს.

Jetta S-ს, Wolfsburg Edition-ს და SE ვერსიებს 1.4-ლიტრიან 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სტანდარტულია. ტრანსმისია ზუსტად მოქმედებს, თუმცა, უმეტესობა 6-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ დაბალ სიჩქარეებზე ცოტათი მოუქნელია, 1.4-ლიტრიანი ძრავისთვის მაინც თავდაჯერებულად გამოიყურება.

SE Sport  და SEL ვერსიებს 1.8-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 20 ცხენის ძალის ნამატი იგრძნობა, თუმცა, მომატებულ საწვავის ხარჯად ნამდვილად არ ღირს.   

აირჩიეთ Jetta GLI და თქვენ VW-ს შესანიშნავ 2.0-ლიტრიან 4-ცილინდრიან ტურბოდაბერვის ძრავას და 210 ცხენის ძალას მიიღებთ. 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ერთადერთი არჩევანია.

მიუხედავად გრძელი თვლების ბაზისა, 16-იანი დისკები S, Wolfsburg და SE ავტომობილზე კარგად გამოიყურება.  SE Sport და SEL მოდელებს 17-იანი დისკები უხდება, თუმცა სპორტულ სედანად ნამდვილად არ აქცევს. GLI მოდელი უფრო ამაღელვებელ მართვადობას გვთავაზობს.  

ყველა მოდელი კარგად დაბალანსებულია და თავდაჯარებულად გამოიყურება.

საწვავის მოხმარება

2018 წლის Jetta-ს ყველაზე პოპულარული მოდელი, EPA-ს თანახმად, საკმაოდ ეკონომიურია.

Jetta S-ი, Wolfsburg Edition-ი და SE ვერსიები ქალაქში 100კმ-ზე 8.4ლიტრ საწვავას მოიხმარს, ტარასაზე კი 6.2 ლიტრს.  მექანიკური გადაცემათა კოლოფი შედეგს მცირედით აუმჯობესებს.  

1.8-ლიტრიანი ძრავები მხოლოდ 20 ცხენის ძალის ნამატს იძლევა, მაგრამ საწვავის მომხარებას საკმაოდ ზრდის.  ქალაქში 100კმ-ზე 9.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი 7.1 ლიტრს. მიუხედავად იმისა, რომ Jetta GLI-ს გაცილებით მეტი ცხენის ძალა აქვს, მისი წვის მაჩვენებელიც თითქმის იგივეა.  

ექსტერიერი და ინტერიერი

2018 წლის Volkswagen Jetta-ს სტილი საშუალო კლასისაა. საბაზისო მოდელის სტილი 2011 წლიდან მოდის და უკვე მოძველებულია.  

მკვეთრი ხაზები და მინიმალური დეტალები მანქანას სასიამოვნო შესახედაობას აძლევს. ცოტათი Audi-ს მცირე ზომის ვერსიას მოგაგონებთ, ოღონდ 10 წლის წინანდელს. დისკების ზომა 16-დან 18-მდე მერყეობს. ვერსიების უმეტესობას ქრომის განახლებული ცხაურა აქვს, მაგრამ დიზაინი 2017 წლის მოდელისგან ბევრად არ განსხვავდება.

Jetta Wolfsburg Edition-ს, SE Sport-ს და GLI  მოდელებს ცოტათი შეცვლილი ბამპერები აქვს. თითოეულ მოდელს უნიკალური დიზაინის დეტალები აქვს, მაგრამ ამას მხოლოდ ნამდვილი გულშემატკივარი თუ შენიშნავს.

სალონი ისევ ისეთივე უწყინარია. გამორჩეულს ვერაფერს ნახავთ. ნაცრისფერი, შავი და კრემისფერი სალონის ფერის არჩევანია.

2018 წლის Jetta ტექნიკურად კომპაქტური სედანია, თუმცა სალონში საშუალო ზომის სედანისთვის დამახასიათებელი სივრცე აქვს. თუმცა, რამდენადაა ინტერიერი ფასთან შესაბამისი ეს უკვე სხვა საკითხია. გვერდითა კარებზე პლასტმასია გამოყენებული.

წინა სავარძლები საკმაოდ არაკომფორტულია. უხარისხო მატერიითაა დაფარული, თუმცა ძნელად ცვდება და ადვილად იწმინდება. წინა სავარძლების გათბობა ყველა მოდელისთვის სტანდარტულია, გარდა S-მოდელისა. ამ შემთხვევაში, ეს დამატებითი ფუნქციაა.

სენსორული ეკრანი საშუალო ზომისაა. მისი გამოყენება ძალიან ადვილია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნქცია, რასაც 2018 წლის Jetta-ს უმატებენ, VW Car-Net App-Connect საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. ეს სისტემა მობილური ტელეფონის დაკავშირების საშუალებას გაძლევთ. თქვენ ტელეფონით ხმამაღალ რეჟიმში სარგებლობა და აპლიკაციების გამოყენება შეგეძლებათ. ნავიგაციის დამატებაც შესაძლებელია. 

საბარგულიც საშულო ზომის სედანისთვის დამახასიათებელი მოცულობისაა, თუმცა არც თუ ისე მოსახერხებელი.

მიუხედავად ამდენი უარყოფითი დეტალისა, მანქანა ჯამში მაინც ჰარმონიულ შეგრძნებას ტოვებს.

 

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

2018 წლის Volkswagen Jetta შეჯახების ტესტებში კარგ შედეგებს აჩვენებს.

ყველა Jetta-ს აქვს უკანა ხედვის კამერა, უსაფრთხოების 6 ბალიში, სტაბილურობის კონტროლი. უხილავი წერტილის მონიტორინდი და უკანა მოძრაობის შესახებ გაფრთხილება SE მოდელიდან იწყება. ავტომატური დამუხრუჭების სისტემა და ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი მხოლოდ SEL მოდელზეა ხელმისაწვდომი, რომლის ფასიც  $27,000-დან იწყება.

 შეჯამება

2018  წლის Volkswagen Jetta საკმაოდ გამოცდილი ავტომობილია. მისი ექსტერიერი ცოტათი მოძველებული, თუმცა, მისაღებია. სტილი ამ მანქანისთვის მნიშნელოვანი არასდროს ყოფილა. კომპაქტურ სედანში მგზავრებისა და ბარგისთვის საშუალო ზომის სედანისთვის დამახასიათებელი სივრცეა. სალონის ხარისხი მანქანის ფასის შესაფერისი ნამდვილად არაა, თუმცა, საკმაოდ პრაქტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ფუქციებით თანამედროვე ავტომობილებივით დატვირთული არაა, ამ ასპექტში მაინც დადებით შეფასებას იმსახურებს. VW ფართო არჩევანს გვთავაზობს, თუმცა, შესაძენად საუკეთესო ვარიანტი მაინც GLI ვერსიაა.

მსგავსი სიახლეები