2025 წლიდან შვედეთს მსოფლიოში პირველი უკონტაქტო დამმუხტველი გზა ექნება
შვედეთი 3 000 კილომეტრი გზის ელექტრიფიცირებას გეგმას, რის შემდეგად მსოფლიოში პირველი უკონტაქტო დამმუხტველი გზა ექნება.
შვედეთმა ისტორიის დაწერა გადაწყვიტა. ქვეყანაში სურთ, რომ 2025 წლისთვის გზებზე უკონტაქტო დამმუხტველები მოაწყონ. გზის ელექტრო სისტემა (ERS) ელექტრომობილებს მოძრაობისას დამუხტავს. ასე ავტომობილების სვლის მარაგი მნიშვნელოვნად გაიზრდება და დასამუხტ სადგურებზე სტუმრობაც შემცირდება.
პირველი ეტაპისთვის შერჩეული გზა E20-ის გზატკეცილია, რომელიც სტოქჰოლმთან მდებარეობს. ეს ტექნოლოგია ჯამში სულ 3 000 კილომეტრზე მოეწყობა. თუმცა, აქ ერთი პატარა პრობლემაა: ჯერ არ გადაწყვეტილა თუ რა ტიპის ელექტრო გზა დაიგება გზატკეცილებზე.
შვედეთი ელექტრო გზის ტესტირებაში პირველდამწყები ქვეყანა გახლავთ. 2016 წელს 2 -კილომეტრიანი გზა მოეწყო, რომელიც ელექტრო ხაზებს იყენებდა. ასე მძიმე ტექნიკა დენმიმღებით ზუსტად ისე იმუხტებოდა, როგორც ელექტრო მატარებელი ან ტრამვაი. მოგვიანებით 1.6-კილომეტრიანი გზა მოეწყო, რომლის დამმუხტველებიც ასფალტიც ქვეშ იყო განთავსებული.
ელექტროენერგიის ზედა ხაზები ექსკლუზიურად სატვირთოებისთვისაა, თუმცა, თუ გზისქვეშა ინდუქციური დამმუხტველი სისტემა დაინერგება, პატარა ავტომობილებს ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება. ეს ტექნოლოგია მობილური ტელეფონების უკონტაქტო დამმუხტველის მსგავსად მუშაობს. ავტომობილი კი, რომელსაც ენერგიის მიმღები კოჭა აქვს, მასზე გადავლისას იმუხტება.
ელექტრომობილის ფლობა არაა საჭირო იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება ეს ტექნოლოგია. ეს არამარტო ავტომობილის სვლის მარაგს ზრდის, არამედ მცირე ზომის ბატარეების გამოყენების შესაძლებლობას აჩენს. ეს კი EV-ების ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.