ბუგატი, ბუგატი შირონი, ბუგატი ტურბილონი, მატე რიმაცი, ფოლცვაგენ გრუპი
Aa
Aa

მატე რიმაცმა Bugatti ელექტრო მომავალს გადაარჩინა | და V16 ძრავა შეინარჩუნა

Bugatti-ს ახალი ჰიპერქარი, რომელიც Chiron-ის მემკვიდრედ იყო ჩაფიქრებული, შესაძლოა სრულად ელექტრო ყოფილიყო, რომ არა ერთი ადამიანი, რომელმაც ამ იდეაზე უარი თქვა. ეს ადამიანი მატე რიმაცია, რომელმაც Volkswagen Group-ის სურვილის მიუხედავად, Bugatti-ს ელექტროჰიპერქარი შეექმნა, V16 ძრავის შენარჩუნება გადაწყვიტა.

შედეგად კი, Bugatti Tourbillon-ი მივიღეთ — ჰიპერქარი, რომელიც ატმოსფერულ V16 ძრავას ელექტროძრავებთან აერთიანებს.

რიმაცის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ელექტრო Nevera-სთან მისმა გამოცდილებამ იქონია. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიული კომპანიის 1 914-ცხენისძალიანი მოდელი ელექტრომობილების შესაძლებლობებს წარმოაჩენდა, გაყიდვებმა აჩვენა, რომ ულტრა-ძვირადღირებულ ელექტრო ჰიპერქარების ბაზარზე მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალი იყო.

2021 წელს, როდესაც მატე რიმაცმა Porsche-სთან ერთად Bugatti-ზე კონტროლი მოიპოვა, Volkswagen Group-ი ელექტრიფიკაციის მიმართულებით ვითარდებოდა. განსაკუთრებით კი, „დიზელგეიტის“ სკანდალის შემდეგ, გერმანული კონცერნი ელექტრომობილებზე გადასვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ ფონზე, Buggati-ს მიერაც ჰიპეერქარის სრულად ელექტროვერსიის წარდგენა, Volkswagen Group-ის აზრით სწორი არჩევანი იქნებოდა.

რიმაცის განმარტებით, Nevera-ს უკვე არსებული პლატფორმის გამოყენება ყველაზე სწრაფი და იაფი გამოსავალი იქნებოდა. ელექტრომობილი მაქსიმალურ სიჩქარეს 400 კმ/სთ-ზე ავითარებს და სრულადწამყვანია, ამიტომ მის საფუძველზე Bugatti-ს ახალი მოდელის შექმნა ტექნიკურად შესაძლებელი იყო.

თუმცა რიმაცს არ სურდა, უბრალოდ აეღო Nevera და მასზე Bugatti-ს ემბლემა დაემატებინა. მას სურდა ავტომობილი, რომელიც მომხმარებელს სრუალდ განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებდა.

„Nevera-ს გაყიდვებმა დაგვანახა, რომ რეალურად, ბაზარი სულ სხვა მიმართულებით ვითარდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, Tourbillon-ი V16 ძრავის მქონე დამმუხტვადი ჰიბრიდი ყოფილიყო. ეს კი, 100%-ით სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა“, — განაცხადა რიმაცმა Automotive News Europe-თან ინტერვიუში.

მისი პოზიცია Nevera-ს გაყიდვებმაც გაამყარა. რიმაცის მიერ Instagram-ზე გავრცელებული მონაცემებით, ამ მოდელის მხოლოდ 71 ეგზემპლარი გაიყიდა, მაშინ როდესაც წარმოების თავდაპირველი გეგმა 150 ავტომობილს ითვალისწინებდა.

Tourbillon-ით Bugatti-მ განსხვავებული მიმართულება აირჩია. მოდელის მთავარი ღირსება Cosworth-თან თანამშრომლობით შექმნილი 8.3-ლიტრიანი ატმოსფერული V16 ძრავაა, რომელსაც სამი ელექტროძრავა ეხმარება. შედეგად, მოდელი ელექრიფიკაციის „სიკეთეებს“ ამგვარად, შიგაწვის ძრავის ჟღერადობასთან, ხასიათსა და მექანიკურ სირთულესთან აერთიანებს.

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

რიმაცი კვლავ თვლის, რომ ამ კლასის ავტომობილების მყიდველთათვის მხოლოდ აჩქარება და სიმძლავრე მნიშვნელოვანი არაა. ისინი არანაკლებ მნიშნელობას მოდელის ექსკლუზიურობას, ემოციასა და ხასიათს ანიჭებენ. ეს არის თვისებები, რომელთა მიღწევაც მხოლოდ ელექტრო ძალოვანი აგრეგატით რთულია.

სტრატეგია კი, როგორც ჩანს, წარმატებული აღმოჩნდა: Bugatti Tourbillon-ის 250-ვე ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Bugatti-ს მათე რიმაცი ჰიბრიდულ სუპერქარებს აკრიტიკებს და ოცნების მანქანას ასახელებს
    Bugatti-ს მათე რიმაცი ჰიბრიდულ სუპერქარებს აკრიტიკებს და ოცნების მანქანას ასახელებს