მატარებელთან შეჯახების შემდეგ Audi A4 -ის მძღოლი ტელეფონის გადარჩენას ცდილობს
ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს.
მატარებელთან შეჯახება ვიდეოშიც კი საშიში სანახავია და არც თუ ისე იშვიათად ხდება. ბულგარეთში ამ Audi A4-ის მძღოლმა, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შოკი მიიღო, რადგან მისი ქმედებები საკმაოდ ირაციონალურად გამოიყურება.
ეს ვიდეო სედანის მატარებელთან შეჯახებიდან სულ რამდენიმე წუთშია გადაღებული. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ კომენტარებიდან ვიგებთ, რომ Audi-ს მძღოლის ბრალი იყო.
კარგი ამბავი ისაა, რომ ავარიისას არავინ დაშავებულა. ვიდეოში კი ჩანს, როგორ ცდილობს კაცი ქვით საქარე მინის ჩატეხას. მას ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან ტელეფონის ამოღება სურს.
იმ ადამიანმა, ვინც ეს ვიდეო გადაიღო, მამაკაცს ურჩია, რომ ტელეფონის გადარჩენის მცდელობის ნაცვლად, ჯერ ავტომობილი გადმოებრუნებინა.
საბოლოოდ, საქმეში ცეცხლმაქრი ერთვება, რომელიც, სავარაუდოდ, ავარიის დროს ავტომობილიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, ავტომობილი არ აფეთქდა და ცეცხლი ჩაქრა