Toyota Supra-ს და BMW M4-ის დრაგ ტესტი
რამდენად შეძლებს BMW-ს შორეული იაპონური ნათესავი M4-თან კონკურენციის გაწევას?!
ვის არ უყვარს კარგი დრაგ გარბენი, განსაკუთრებით, როდესაც რადიკალურად განსხვავებული ავტომობილები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ორი ავტომობილი მონაცემებით ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, ვიდრე თქვენ შეიძლება გეგონოთ. რა თქმა უნდა, სტანდარტულ Supra-ს მხოლოდ გამბედაობა არ ეყოფოდა იმისათვის, რომ BMW M4-თან შეებრძოლა. ქარხნულად ახალ Supra-ს 100 ცხენის ძალით და მაბრუნი მომენტი 50 ნიუტონ-მეტრით ნაკლები აქვს, მაგრამ ამ ვიდეოში, Toyota Supra მოდიფიცირებულია.

კონკრეტულად ამ Toyota Supra-ს გამომშვების კოლექტორის მილი, ჰაერის შემშვები და გამონაბოლქვის სისტემა აქვს შეცვლილი, ასევე Evolve-ის ტიუნინგ კომპანიის ინჟინრებმა ძრავის კომპიუტერი გადაამუშავეს და ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ჩაწერეს. Evolve არაერთი წელია BMW-ს ტიუნინგით არის დაკავებული და ახალ Supra-ს ბავარიულ ავტომწარმოებელთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. ყველა განახლების შედეგად Supra-მ 440 ცხენის ძალა და 678 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი შეიძინა. ფურცელზე მოდიფიცრებულმა „სუპრამ“ BMW M4-ის 431 ცხენის ძალას და 550 ნმ მაბრუნ მომენტს აჯობა. Supra ასევე 100 კილოგრამით მსუბუქია. თუ მონაცემებით პირველ რაუნდში Supra-მ გაიმარჯვა, რეალურ ტრეკზე სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
ახალი გამონაბოლქვის სისტემის მქონე „სუპრა“ ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ, როდესაც საქმე ყოველდღიურ მოხმარებამდე და პრაქტიკულობამდე მივა, თქვენ რომელს აირჩევდით?
არ ელოდით ტოიოტასგან ასეთ დიდებულებას? მაშინ გეტყვით, რომ სუპრა ისეთივე დიდებულია, როგორც თავად Toyota-ს ისტორია — სხვათა შორის, ჩვენ უდიდესი იაპონური ავტომწარმოებლის ისტორიას CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც მივუძღვენით, რომლის ხილვაც ახლა შეგიძლიათ: