ინოვაციური სტილის ავტომობილი: 2020 Honda Ridgeline
Aa
Aa

ინოვაციური სტილის ავტომობილი: 2020 Honda Ridgeline

სუვების და პიკაპების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. Honda-მ გადაწყვიტა 2020 წლის Ridgeline-ით ეს ორი ტიპი გაეერთიანებინა. რა თქმა უნდა, იმდენის ბუქსირება არ შეუძლია, რამდენისაც მის საშუალო ზომის მეტოქეებს და, მისაბმელს თუ არ ჩავთვლით, მინივენს ჰგავს. სამაგიეროდ, მისი სალონი უფრო ხარისხიანი და ტევადია, ვიდრე ნებისმიერის მის სეგმენტში. ბარგისთვის სივრცე ტრადიციულ და არატრადიციულ ფუნქციებს ერთმანეთს უთავსებს. მას აუდიო სისტემა აქვს. მანქანა საკმაოდ ათლეტური და ყოველდღიურობისთვის პრაქტიკულია. პიკაპის მოყვარულები ამ ავტომობილს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს მანქანა ძალიან სანდოა.

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

2020 წლისთვის Ridgeline-ს მცირედი განახლებები აქვს. 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ახალია. უფრო მეტი ფუნქციაა სტანდარტული. RT და RTL-T ვერსიები აღარ გამოვა. როგორც იქნა, ძველი 5-ინჩიანი არასენსორული ეკრანი 8-ინჩიანი სენსორულით ჩაანაცვლეს. თუმცა, სამწუხაროდ, მას დახვეწა აკლია.

 ფასი:

  • Sport: $34,995
  • RTL: $37,765
  • RTL-E: $43,115
  • Black Edition: $44,615

პიკაპების სეგმენტში ყურადღება ამ მანქანისთვის ტრადიციულ შესაძლებლობებს ექცევა: ბუქსირებას, ტვირთის გადატანას და ყველგანმავალ შესაძლებლობებს. 2020 წლის Ridgeline კი იმ ადმიანებისთვისაა, ვისთვისაც სალონში კომფორტი და ეკონომიურობაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძვირიან ვერსიებს უფრო მეტი სტანდარტული ფუნქცია აქვს, RTL ვერსიას თავისი შესაძლებლობების შესაფერისი ღირებულება აქვს და შეიძლება საუკეთესო არჩევანიც იყოს. მას შეგიძლიათ არჩევითი AWD სისტემა დაუმატოთ. ამ შემთხვევაში ის 2268 კილოგრამის ბუქსირებას შეძლებს. მეტი სტანდარტული ფუნქცია აქვს, ვიდრე Sport ვერსიას: გათბობადი და ადაპტირებადი წინა სავარძლები, ტყავით გაფორმებული ინტერიერი და  სხვა.

ძრავა და მართვადობა

ძრავის ერთადერთი არჩევანი 3.5-ლიტრიანი V6-ია, რომელიც 280 ცხენის ძალას და 355ნმ-ს გამოიმუშავებს. 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. ძრავა კარგად მუშაობს. აქსელერატორის დაჭერაზე მანქანა სწრაფად რეაგირებს. არატრადიციული პიკაპის მართვადობა ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ის გზაზე თავდაჯერებულად გამოიყურება. დამოუკიდებელი უკანა დაკიდების სისტემა ამ სეგმენტისთვის წარმოუდგენლად კარგ მართვადობას გვთავაზობს. მოსახვევებში მანქანა კარგად შედის და გზის უსწორმასწორობები თითქმის შეუმჩნეველია. საჭე ზუსტად მოქმედებს. მანქანის დინამიკას მხოლოდ მისი მუხრუჭები აფუჭებს. მანქანას გრძელი სამუხრუჭე მანძილი აქვს. სატერფული კი ზედმეტად რბილია.

საწვავის მოხმარება

V-6 Ridgeline-ში სეგმენტში ყველაზე ეკონომიური ძრავაა. მნიშნელობა არ აქვს წინაწამყვანი იქნება, თუ ოთხივე.  

წინაწამყვანი Ridgeline ქალაქში 100კმ-ზე 12.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ტრასაზე კი - 9.1ლიტრს.

AWD-ს შემთხვევაში ქალაქში მოხმარებული საწვავის რაოდენობა არ იცვლება. ტრასაზე კი მეტს - 9.8 ლიტრს მოიხმარს.

ექსტერიერი და ინტერიერი

2020 წლის Honda Ridgeline-ს 4 კარი და ღია საბარგული აქვს. დიზაინის მხრივ ეს ერთადერთი რამაა, რასაც ის პიკაპებთან იზიარებს. კროსოვერის მსგავსი ექსტერიერისა და კომფორტული ინტერიერის გამო, ამ ასპექტში ეს ავტომობილი 10-დან 7 ქულას იმსახურებს.  

Ridgeline-ის LED უკანა მაშუქები და 18-იანი დისკები აქვს. წინიდან Pilot-სა და ახალ Passport-ს ძალიან ჰგავს, თუმცა ეს ორი ავტომობილი სუვია და შესადარებლად არ გამოდგება. Ridgeline თანამედროვე პიკაპების სტილს იზიარებს, მაგრამ ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ამ სეგმენტში მისი კონკურენტები.  

მანქანის ინტერიერიც Pilot-ისას ჰგავს. პრაქტიკულობით სეგმენტში საუკეთესოა. სხვა საშუალო ზომის პიკაპებთან შედარებით, მანქანაში ნაკლები პლასტმასია გამოყენებული. ხარისხის შეფასება საშუალოზე მაღალ დონეზეა. სალონში ვერც გადაჭარბებული რაოდენობის მოსაწყენ ღილაკებს ნახავთ.

უკანა სავარძლის მგზავრები თავს უკეთესად იგრძნობენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა პიკაპში. ცენტრალური კონსოლი საკმაოდ დაბლაა მოთავსებული და წინა სავარძლებზე მსხდომებს ხელის დასადები ადგილი აქვთ.

Ridgeline-ის საბარგული 1.6 მეტრიანია და თავის კონკურენტებს უტოლდება. მისი მოცულობა მხოლოდ 963 ლიტრია.  ეს წინააღმდეგობა მანქანის აგებულების გამოა. უკანა სავარძლები 60/40 პროპორციით იყოფა. ადვილად იკეცება და იქ ადგილი ერთი დიდი ველოსიპედისთვის თავისუფლდება. სამწუხაროდ, დიდი ზომის საგნებით დატვირთვა ცოტა რთულია, რადგან უკანა კარი ფართოდ არ იღება.

მანქანის FWD ვერსიას 1587 კილოგრამის ბუქსირება შეუძლია. AWD ვერსიას კი 2268 კგ-ს. ეს 907 კილოგრამით ნაკლებია, ვიდრე მისი კონკურენტების შემთხვევაში. სამაგიეროდ, მისი ტვირთამწეობა შთამბეჭდავია - 718.5კგ. 

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

Ridgeline-ს ახალი, სტანდარტული 8-ინჩიანი HondaLink სენსორული ეკრანის კონტროლი რთულია. ფუნქციები იმედს გაგიცრუებთ. ბრძანებებზე სწრაფად ვერ რეაგირებს. რამდენიმე სტანადრტული ფუნქცია აკლია, თუმცა, Bluetooth, Apple CarPlay და Android Auto ხელმისაწვდომია. საბარგულის აუდიო სისტემა მანქანას ცოტათი ახალისებს, მაგრამ ეს დამატებითი ფუნქციაა. ეს ფუნქცია ტვირთისთვის ადგილს ერთ დიდ დინამიკად აქცევს.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

2020 წლის Ridgeline-მა NHTSA-ს ტესტში 5 ვარსკვლავი დაიმსახურა.  IIHS-მა კი ის „უმაღლესი უსაფრთოხების მქონე სატვირთოდ“ დაასახელა. მანქანას მძღოლის დამხმარე ბევრი სისტემა აქვს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:  

  • სტანდარტული წინა შეჯახებაზე გაფრთხილება ავტომატური დამუხრუჭებით;
  • სტანდარტული ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება ზოლში დარჩენის დახმარებით;
  • სტანდარტული ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ავტომობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდოა.

 

შეჯამება

2020 წლის Honda Ridgeline უჩვეულო სტილის სატვირთოა. სხვა საშუალო ზომის პიკაპებისგან განსხვავებით, მანქანას კომფორტული სალონი აქვს. V-6 Ridgeline-ში სეგმენტში ყველაზე ეკონომიური ძრავაა და მანქანა ყოველდღიურობისთვის პრაქტიკულია. ბუქსირების შესაძლებლობა იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ. სამაგიეროდ, საინფორმაციო-გასართობი სისტემა უხარისხო და რთულად გამოსაყენებელია. უსაფრთხოების მხრივ, Ridgeline საუკეთესო შეფასებებს იმსახურებს. თუ ამ მანქანის ყიდვას გადაწყვეტთ, RTL მოდელი ყველაზე კარგი არჩევანია. მისი შესაძლებლობები და ფასი ერთმანეთის შესაბამისია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები