Aa Aa
20 სექტემბერი 2023  |  13:03

Tesla Cybertruck-ს ავტობანზე დისკის ხუფი მოძვრა

Cybertruck-ის დისკის ხუფი 7 მეტრზე ავარდა.

ბოლო პერიოდში Tesla-ს მოდელების აწყობის ხარისხზე ბევრი ადამიანი საუბრობს. ეს საუბრები კი დადებით კონტექსტში არასდროსაა. ეს ყველაზე აშკარად Cybertruck-ის შემთხვევაში ვლინდება, რომლის გამოშვებაც სპეციალური საწარმოო პროცესების გამო უკვე რამდენჯერმე გადაიდო. Cybertruck-ის გზებზე გამოცდა ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი გასვლა კომპანიას, იმიჯის მხრივ, ძვირად დაუჯდა. პროტოტიპულ მოდელს დისკის ხუფი ავტობანზე გადაადგილებისას მოძვრა.

ინციდენტი Tesla-ს კამერამ დააფიქსირა. შემთხვევა კალიფორნიის გზატკეცილზე მოხდა. როგორც მოხსენებიდან გაირკვა, ეს პიკაპი ერთ-ერთი ავტომობილი იყო, რომელიც „წარმოების კანდიდატად“ მოიაზრებოდა. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი თითქმის დასრულებული სახით იყო წარმოდგენილი. 

გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე Cybertruck-ს დისკის ხუფი მოძვრა და ჰაერში 7 მეტრზე ავარდა. მიწაზე ის გვერდითა ზოლში მიმავალი Volkswagen Jetta-ს წინ დაეცა. მძღოლს მყისიერი დამუხრუჭება მოუწია. საბედნიეროდ ხუფი მანქანის ქვეშ გაძვრა და არავინ დაშავებულა.

შესაძლოა თუ არა, რომ ეს ინციდენტი ერთჯერადი ყოფილიყო? შესაძლოა, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას თუ რამდენად დიდი საწარმოო პრობლემები აქვს კომპანიას.

თუ Tesla Cybertruck-ი გამოვა და მაღალ სიჩქარეზე დისკის ხუფი ყველას მოძვრება, ეს სახალისო, მაგრამ სახიფათო სანახაობა იქნება.

თუმცა, Tesla-ს პირველი „ოფროუდერის“ გამოშვება ამდენჯერ ზუსტად იმიტომ გადაიდო, რომ ის მფლობელებს ხელში მაქსიმალურად დახვეწილი ჩაუვარდეთ. ეს ყოველივე კი ნამდვილად სწორი მიდგომაა.

გაზიარება: