Aa Aa
25 სექტემბერი 2024  |  14:07

მეორადი მანქანების ფასი მცირდება

ბოლო წლებია, მეორად ავტომობილებზე ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. მძღოლები, რომლებიც უმეტესაც არჩევანს სწორედ მსგავსი ტიპის მანქანებზე აჩერებენ, ამ ფაქტზე ხშირად მიუთითებენ. მიუხედავად იმისა, რომ მეორადი ავტომობილების საშუალო ფასი პანდემიამდელ დონეს ახლაც ბერვად აჭარბებს, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ მათი ღირებულება, ეტაპობრივად, კლებას იწყებს. 

iSeeCars-ის ანგარიშით, 1-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილების ღირებულება, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ითაა შემცირებული. ამასთან ერთად შემცირებულია მეორადი მანქანების გარბენიც. თუ 2019 წელს ავტომობილების საშუალო კილომეტრაჟი კილომეტრაჟი 70 ათას კილომეტრამდე იყო, ახლა ეს მონაცემი 2.8%-ითაა დავარდნილი. თუმცა ფასი კვლავ 40.1%-ით მაღალია 2019 წლის საშუალო ღირებულებაზე - $23 314-ზე. 

გარკვეულწილად, ფასების კლება დაკავშირბეულია იმ ფაქტთანაც, რომ ხელმისაწვდომი მანქანების რაოდენობა, რომელთა ფასიც $20 000-ს სცდება იზრდება. 2023 წელს ასეთი მხოლოდ Hyundai Elantra იყო, ახლა კი Chevrolet Malibu და Toyota Corolla ემატება. სამივეს ფასი, საშუალოდ, $20 000-ზე ნაკლებია. 

ფასები მცირდება 2023-2024 წლების ბევრ პოპულარულ მოდელზეც, როგორიცაა Jeep Grand Cherokee (-9.3%), Ford Explorer-ი (-7.4%), Subaru Outback-ი (-6.7%) - მცირდება მათი კილომეტრაჟიც. 

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების ფასები და კილომეტრაჟი კლებას იწყებს, ის მაინც მაღალი რჩება პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. საავტომობილო ბაზარს სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება 2019 წლის ნიშნულამდე მისაღწევად. თუმცა თუ კლების ტენდენცია არ შენარჩუნდა, ფასები შესაძლოა ამ ნიშნულამდე ვერც კი მივიდეს. 

გაზიარება: