სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო: 2020 წლის Ford F-150 Raptor
Aa
Aa

სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო: 2020 წლის Ford F-150 Raptor

Ford F-150 Raptor-ი უგზოობის ნამდვილი მტერია. მისი დიდი საბურავებისა და მაღალი კლირენსის წყალობით, ის ნებისმიერ უსწორმასწორო ზედაპირს შეუდარებლად უმკლავდება. მისი დაკიდების სისტემას საუკეთესო არასაგზაო შესაძლებლობები და მართვის კომფორტი აქვს. ამ მანქანის ტვინ-ტურბო V6 ძრავა 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Raptor-ს 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს და 0-100კმ/სთ-მდე 5.2 წამში აღწევს. სხვა სრული ზომის პიკაპებთან შედარებით, ამ მანქანის შესაძლებლობები უნიკალურია. მისი მართვა უბრალოდ მხიარულებაა.

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

2020 წლის Ford F-150 Raptor-ი ძირითადად უცვლელია. თუმცა, 2019 წელს მანქანას რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება ჰქონდა. მაგალითად, Fox Racing-ის ამორტიზატორები. ფერის სამი არჩევანია ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და წითელი.

ფასი

  • SuperCab: $54,800
  • SuperCrew: $57,785

დიდი ზომის პიკაპები იაფი არ ღირს და გამონაკლისი არც ეს ავტომობილია. მაგრამ, თუ მის უნიკალურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, ეს მანქანა უკონკურენტოა და $54,800 ამ მანქანისთვის ძვირად აღარ უნდა მოგვეჩვენოს. SuperCrew მოდელში დამატებითი თანხის გადახდა გამართლებულია. მას ბარგისთვის მეტი სივრცე და Torsen-ის თვითბლოკირებადი დიფერენციალი აქვს. Equipment Group 801A Mid პაკეტის დამატებით, მანქანაში მეტ ელექტრონიკას და მძღოლის დამხმარე ფუნქციას მიიღებთ. ეს პაკეტი კარგად შეფუთულია და ადეკვატური ფასიც აქვს.  

ძრავა და მართვადობა 

Ford-ი ყველა მანქანაში, F-150-ებით დაწყებული, სუპერქარებით დასრულებული, V6 ძრავას დებს და გასაკვირი არაა, რომ ამ მანქანაშიც ეს ძრავა ვიხილეთ. შესაძლოა ბევრს V8 ძრავაზე გული დაწყდეს, მაგრამ V6-იც ნამდვილი შეშლილია! 450 ცხენის ძალას გამოიმუშვებს. 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ძალიან მუშაა, მაგრამ ხანდახან საჭირო სიჩქარის პოვნა უჭირს. გარდა იმისა, რომ Raptor-ის საუკეთესო დაკიდება უსწორმასწორო ზედაპირს კარგად უმკლავდება, ჩვეულებრივ გზებზეც ძალიან კომფორტულია. მანქანა მუხრუჭის სატერფულზე თანაბრად რეაგირებს და დიდი ზომის ავტომობილს თანდათან ანელებს. თუმცა, უარყოფითი მხარე, როგორც ყველას, ამ მანქანასაც აქვს: რბილი დაკიდების სისტემის გამო მძიმე დამუხრუჭებისას ცხვირი ცოტათი გარბის. უსწორმასწორო გზაზე მუხრუჭები და გადიდებული გამავლობის საბურავები უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.  

 

ბუქსირება და ტვირთის ტევადობა

ამ შესაძლებლობებით 2020 წლის Ford F-150 Raptor-ი სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი საბარგული დიდი ზომისაა. მანქანას თითქმის 3630კგ-ს ბუქსირება და საბარგულით 545კგ ტვირთის გადატანა შეუძლია.  

 საწვავის ეკონომია

Raptor-ის საწვავის მოხმარება მის შესაძლებლობებს არ აუფერულებს. განსაკუთრებით კი, მის კონკურენტებთან შედარებით, რომლებსაც წვის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს.

უკანა წამყვანი მოდელი ქალაქში 100კმ-ზე 11.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 9.1ლიტრს, შერეულ რეჟიმში კი 10.7 ლიტრს.

ოთხივეწამყვანის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო იზრდება- 13.7ლ/10.23ლ/ 11.76ლ.

 ექსტერიერი და ინტერიერი

წლების განმავლობაში „ფორდი“ ერთ პრინციპს მიყვებოდა - კორპუსი, საბარგული და სულ ეს იყო. კლასიკური, უტილიტარული, მაგრამ არა ზედმეტად მარტივი. 10-ქულიანი შეფასებით მანქანის ექსტერიერი 7 ქულას იმსახურებს.

Ram-ი ქალაქის გარეუბნებში წავიდა, Chevy ჰოლივუდში, Ford-ი კი აგურებს დაუბრუნდა.

მანქანის ექსტერიერი კუთხოვანია და სწორი ხაზები აქვს. ცხაურა დიდი ზომისაა. მთლიანობაში მანქანა მაღალია. უკან Ford-ი დიდი ასოებით აწერია. წინა და უკანა მაშუქები LED-ია.

შიგნიდან „ფორდი“ უკეთესად გამოიყურება, ვიდრე გარედან. სალონს უჩვეულო, „მაჩოს“ შეხედულება აქვს. ექსტერიერის მსგავსად, უტილიტალურ სალონს გათბობადი და გაგრილებადი სავარძლები, ტყავის საფარი და ფერების უნიკალური არჩევანი ახალისებს. სალონში მგზავრებისთვის საკმარისი სივრცეა. უკანა სავარძლებზე სამი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. ეს მანქანა, ტვირთის ზიდვის გარდა, ოჯახის გადასაყვანადაც კარგად გამოდგება. ინტერიერში ნივთებისთვის ადგილი ყველა კონკურენტზე მეტია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეიძლება იფიქროთ, რომ მანქანის ინტერიერი და საინფორმაციო-გასართობი სისტემა ცოტათი დროს ჩამორჩება.

 საინფორმაციო გასართობი სისტემა

საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 8-ინჩიანია, რაც დღევანდელობაში უკვე პატარად ითვლება. „ფორდის“ სისტემას Sync 3 ჰქვია. SiriusXM სატელიტური რადიო, Apple CarPlay, Android Auto და Bluetooth-ი ხელმისაწვდომია. მანქანის 4G LTE Wi-Fi ჰოთსფოთი კარგად მუშაობს. მთლიანობაში სისტემის გამოყენება ადვილია, თუმცა, სამწუხაროდ, ბრძანებებზე რეაგირებას აგვიანებს. ხმით გააქტიურებადი ნავიგაციის სისტემის დამატება შესაძლებელია. Bang & Olufsen-ის 10-დინამიკიანი აუდიო სისტემაც დამატებითი არჩევანია.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

Raptor-ს შეჯახების ტესტებში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. ის მგზავრებს კარგად იცავს. „ფორდი“ მძღოლის დამხმარე რამდენიმე სისტემას გვთავაზობს. სამწუხაროდ, უმეტესობა სტანდარტული არ არის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:  

  • სტანდარტული წინა შეჯახებაზე გაფრთხილება ავტომატური დამუხრუჭებით;
  • დამატებითი ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემით
  • დამატებითი უხილავი წერტილის მონიტორინგი უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილებით.

დასკვნა

Ford F-150 Raptor-ი უმაღლესი დონის ავტომობილია. ის უსწორმასწორო გზებსა და ჩვეულებრივ გზებზეც თანაბრად თავდაჯერებულად გამოიყურება. ეს პიკაპი ყოველდღიურობისთვისაც პრაქტიკული და კომფორტულია. მართალია, ეკონომიური არაა, მაგრამ, ამ ტიპის ავტომობილისთვის ეს დამახასიათებელია. სალონში შესაძლოა ცოტა მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფუნქციების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. რაც მთავარია, ამ მანქანის მართვა ამაღელვებელია. მისი აჩქარება მოხიბლულს დაგტოვებთ. საუკეთესო არჩევანი SuperCrew ვერსიაა. მართალია, ის SuperCab ვერსიაზე ძვირი ღირს, მაგრამ დამატებითი ფუნქციები, რაც ამ ვერსიას აქვს, მასში გადახდილ თითოეულ თეთრს ამართლებს.

 

მსგავსი სიახლეები