V12, მერსედესი, მერსედეს ბენცი, ტურბო, ლოტეჩი, C1000
Aa
Aa

Mercedes-ის გენების მქონე Lotec Sirius

21-ე საუკუნის დასაწყისში საავტომობილო ინჟინერიის კურსი შეიცვალა, თუმცა 90-იანების გადმონაშთები მაინც შენარჩუნებული იყო. ამ გარდამავალმა პერიოდმა ბევრ კომპანიას გზა გაუკვალა, ბევრს კი პირიქით. Lotec Sirius-იც ამ პერიოდის ქმნილებაა, რომელიც სისრულეში ვერ მოვიდა, თუმცა ავტომოყვარულების მეხსიერებაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

Raving Rarities – Lotec Sirius – Petroleum Motoring

2001 წელს Lotec-მა Sirius-ი წარადგინა, რომელიც წინამორბედი C1000-ისგან განსხვავებით არაბი შეიხის შეკვეთა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ „სეპერქარების“ ომში ერთ-ერთი მეომარი. წარდგენისას ცნობილი გახდა, რომ „სირიუსის“ ფორმულა C1000-ის მსგავსი იყო. ძირითადი აგრეგატები „მერსედესისგან“ იყო აღებული. 12-ცილინდრიანი ძრავა 6-ლიტრიანი იყო, რომელიც Mercedes S-Class-ისთვის გამოდიოდა. აღნიშნულ ძრავას ორი ტურბო ჰქონდა დამატებული. Lotec Sirius-ი 0.85 ბარზე 850 ცხენის ძალას, ხოლო წნევის გაზრდით 1200 ცხენის ძალასაც კი გამოიმუშავებდა. ავტომობილის წონა 1 390 კილოგრამს შეადგენდა, რაც 100-მდე აჩქარებას 3.8 წამში უზრუნველყოფდა. აღსანიშნავია, რომ მანქანა იმავე 6-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს იყენებდა, რასაც მომდევნო წლებში წარმოებულ Pagani-ს და Koeniggseg-ის მოდელებში შევხვდებოდით.

Pin page

2001 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ 2004 წელს ავტომობილის წარმოებას დაიწყებდა. 1 წლის განმავლობაში უნდა წარმოებულიყო 5 ერთეული, რომლის ფასიც 380 000 ევრო იქნებოდა. 2008 წელს Lotec-მა განახლებული Sirius-ის ესკიზები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2009 წელს ახალ მოდელს ვიხილავდით. თუმცა, მისი წინამორბედის C1000-ის მსგავსად, Sirius-იც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის შემორჩენილი.

მსგავსი სიახლეები