ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, ენცო ფერარი, ფერარი, ფერარი ეფ40, ფერარი ლაფერარი
Aa
Aa

ლუის ჰამილტონს თანამედროვე Ferrari F40-ის შექმნა სურს

Formula 1-ში Mercedes-ის ბოლიდით ასპარეზობისას, ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰამილტონმა AMG One-ის სპეციალური გამოშვების შექმნის სურვილი გამოხატა. თუმცა ეს 2019 წელს იყო და მას შემდეგ, F1-ის ძრავის მქონე ჰიპერქარის წარმოებაზე არავის აღარაფერი უთქვამს. ახლა ჰამილტონი Ferrari-შია და მისი „ოცნების პროექტიც“ მცირედით შეიცვალა.

Ferrari-ის პილოტს ტრასებისთვის ლეგალური ავტომობილის შექმნაზე თანამშრომლობა კიდევ ერთხელ სურს, თუმცა ამჯერად იტალიელებთან. სახელიც მოფიქრებულია, ჰამილტონის გეგმები F44-ს უკავშირდება, რომელიც თანამედროვე Ferrari F40 იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰამილტონის მიზანი ტრასისთვის ლეგალური ჰიპერქარია, რომელიც საკულტო სუპერმანქანის ღირსეული მემკვიდრე იქნება. ლეგენდარული F40 იყო უკანასკნელი მოდელი, რომელიც პირადად ენცო ფერარიმ დაამტკიცა. „ერთ-ერთი რამ, რაც ძალიან მინდა, Ferrari-ის დიზაინზე მუშაობაა. მსურს F44 შევქმნა, რომელიც F40-ს საბაზისო ხაზი იქნება. აი, რაზე ვიმუშავებ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - ციტირებს ერთ-ერთი გამოცემა ჰამილტონის სიტყვებს.

გასაკვირი არ არის, რომ ჰამილტონმა ლეგენდარული F40 აირჩია. Ferrari-ში თავის პირველ ოფიციალურ დღეს, ბრიტანელი სწორედ V8-ით აღჭურვილი საკულტო მოდელის გვერდით პოზირებდა.


ჰამილტონმა Ferrari-ში გადასვლამდეც იტალიური ავტომწარმოებლის თვალისმომჭრელი კოლექცია შექმნა. მათ შორისაა 599 GTO და LaFerrari, თუმცა არა ბრიტანელის საოცნებო F40. მიუხედავად იმისა, რომ ჰამილტონის გეგმები შესაძლოა ჯერ მხოლოდ ჩანაფიქრად ჩანდეს, გავრცელებული ხმებით, Ferrari ნამდვილად განიხილავს F40-ის აღორძინებას.

გასულ ნოემბერში, ჟურნალი Top Gear-ი წერდა, რომ ახალი მოდელი Icona ულტრა ექსკლუზიურ სერიას შეუერთდებოდა, Monza SP1/SP2-თან და Daytona SP3-თან ერთად. თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ძველ LaFerrari-ზე იქნებოდა დაფუძნებული და V-12 ძრავის ჰიბრიდულ კომპონენტზეც უარს იტყოდა.

 

მსგავსი სიახლეები