ელექტრომობილი, ტოიოტა, აკიო ტოიოდა, ტოიოტა ჯიარ კოროლა, სპორტული მოდელები, სპორტქარი
Aa
Aa

Toyota-ს ხელმძღვანელს, აკიო ტოიოდას ელექტრო სპორტქარების მომავლის არ სჯერა

თუ თქვენ Toyota-ს ბოლოდროინდელი მიდგომა, გამოუშვას ხელმისაწვდომი, თუმცა მაღალი ხარისხის მანქანები, მოგწონთ, მაშინ ამ ყველაფერს მის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორსა და ამჟამინდელ თავმჯდომარეს, აკიო ტოიოდას უნდა უმადლოდეთ. სწორედ ტოიოდას დამსახურებაა GR Corolla-ს სპეციალური ვერსიის გამოშვებაც, რომელმაც Toyota-ს ხელმძღვანელს „ოსტატი პილოტის“ არაოფიციალური ტიტული მოუტანა.

Automotive News-თან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ტოიოდამ პირობა დადო რომ მისი მმართველობის განმავლობაში სპორტული მანქანების მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს იმ ტიპის სპორტქარები იქნება, რომლებიც მძღოლებს მათთვის საყვარელი გამოცდილებითა და ემოციით აღავსებენ. 

„Toyota-ში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გატაცებულნი არიან ელექტრო სპორტული მანქანების შემუშავებით“, - განუცხადა ტოიოდამ გამოცემას. „მაგრამ ჩემთვის, როგორც მთავარი მძღოლისთვის, სპორტული მანქანა არის ის, რასაც ბენზინის სუნი და ხმაურიანი ძრავა აქვს“.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ტოიოდა, რომელიც რბოლების დიდი მოყვარულია, სარბოლო სერიაში ელექტრომობილების საჭესთან ყოფნით დიდად მოხიბლული არ არის. თუმცა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მაღალი ხარისხის ელექტრო სპორტქარების შემუშავებას აფერხებს, არის ფასი.

„Toyota მასობრივი წარმოების ბრენდია, ამიტომ ჩვენ, თუნდაც BEV-ების შემთხვევაში, ხელმისაწვდომობაზე უნდა ვიფიქროთ. როგორც კი Toyota შეძლებს ხელმისაწვდომი BEV-ების შეთავაზებას, შესაძლოა, სწორედ მაშინ ვაღიარო, რომ BEV-ს წამყვან სპორტქარად ქცევაც შეუძლია“, - განაცხადა ტოიოდამ. „რბოლების ის სახეობა, რომელშიც მე ვმონაწილეობ, ძირითადად გამძლეობის რბოლებია, ამიტომ ამჟამინდელი BEV-ებით ეს არ იქნება მანქანების რბოლა. ეს იქნება დამუხტვის დროის ან აკუმულატორის შეცვლის ან მსგავსი რამის რბოლა“, - დასძინა ტოიოდამ.

 

მსგავსი სიახლეები