დეფექტი, უკან გაწვევა, მაზდა, მაზდა მიატა, მაზდა მიატა ემ-ექს 5
Aa
Aa

Mazda-ს მფლობელები ახალ Miata-ს ვერ მიიღებენ | რატომ?

მფლობელებს, რომელთაც ახალი Miata უკვე შეძენილი აქვთ და ახლა, მხოლოდ და მხოლოდ მის მიღებას ელოდებიან, შესაძლოა ლოდინი მოსალოდნელზე მეტხანს მოუწიოთ. Mazda-მ პარასკევს დაადასტურა, რომ მართვის მოდულის პოტენციური დეფექტის გამო, 2025 წლის MX-5 როდსტერის მიწოდება შეჩერებულია. გაყიდვების განახლება კი, სავარაუდოდ, კვირების განმავლობაში არ მოხდება.

„MX-5-ის ნაწილში მართვის მოდულთან დაკავშირებულ პოტენციური დეფექტების არსებობას ვიძიებთ. სიფრთხილის დაცვის მიზნით, შევაჩერეთ 2025 წლის MX-5-ების მიწოდება დროებით შეჩერებულია. Mazda-ს გუნდი აქტიურად მუშაობს შეფერხების მაქსიმალურად სწრაფად გამოსასწორებლად“, - განუცხადა Mazda-ს წარმომადგენელმა The Drive-ს.

Mazda-ს კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია, თუმცა The Drive-ს დაუდასტურა, რომ ახალი მოდელების ნაწილი კვლავ პორტში დარჩება, სანამ პრობლემის მოგვარება არ მოხდება. ეს კომპანიას ყველა ავტომობილის ერთდროულად შეკეთებას გაუადვილებს, შემდეგ კი, მათი დილერებისთვის მიწოდება დაიწყება.

„ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის გუნდი საკითხზე სათანადო შემოწმებას ახორციელებს და აფასებს იმ ავტომობილებს, რომლებიც შესაძლოა ამ დეფექტით დაზიანებულიყო. მიწოდების ვადები ზოგადად განსხვავებულია, მაგრამ უახლესი ინფორმაციით, ის 2025 წლის ზაფხულში დაიწყება“.

თუმცა, როგორც The Drive აღნიშნავს, Miata.net ფორუმის რამდენიმე წევრი 2025 წლის მოდელების მიღებაზე უკვე წერს. გამოდის, რომ Mazda დანაპირებს ასრულებს, დეფექტზე მუშაობს და რამდენიმე მომხმარებელი იღბლიანთა რიგებშიც ეწერება.

 

მსგავსი სიახლეები