შვიდი წლის ბავშვმა, პატარა დასთან ერთად, McDonald’s-ის საყიდლად, მანქანით 15კმ გაიარა
კვირა დილით იუტაში მცხოვრები დედა კარზე პოლიციის კაკუნმა გააღვიძა, რომელთაც თავიანთი ორი ბავშვის დაკარგვის ფაქტი აცნობეს. კერძოდ კი, უთხრეს, რომ მისმა 7 წლის შვილმა თავისი ხუთი წლის და, მანქანით, სხვა ქალაქში წაიყვანა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში ქალმა აღნიშნა, რომ დილით ადრე გაიღვიძა, ოთხივე შვილი შეამოწმა და როდესაც ნახა, რომ ყველა ადგილზე იყო ისევ დასაძინებლად დაბრუნდა. ბავშვების დაკარგვის შესახებ კი, მხოლოდ პოლიციელების მოსვლის შემდეგ შეიტყო.
ოგდენის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მათ 27 აპრილს, დაახლოებით დილის 8 საათზე მიიღეს შეტყობინება, მანქანის უგუნურად მართვის შესახებ. ოფიცრებმა მანქანის დევნა დაიწყეს, თუმცა მალევე შეწყვიტეს მოქმედება, რადგან მძღოლის ასაკი შენიშნეს და საზოგადოებისთვის და ბავშვებისთვის საფრთხე შეაფასეს.
თუმცა მალევე 7 წლის მძღოლი პარკინგის ადგილზე მანქანით შევარდა და მცირედი ავარიაც გამოიწვია. საბედნიეროდ, ორივე ბავშვი შემთხვევას უვნებელი გადაურჩა. შეჯახების მომენტისთვის ბავშვებს მანქანით 15-16 კილომეტრი ჰქონდათ გავლილი.
მშობლის განცხადებით, მის 7 წლის შვილს გარკვეული ქცევითი პრობლემები ჰქონდა, თუმცა აქამდე მსგავსი არაფერი შეუნიშნავთ. მისივე თქმით, ბავშვთა და ოჯახის მომსახურების დეპარტამენტს, პოლიციას და საავადმყოფოებსაც კი მიმართა, თუმცა ასაკის გამო არავის შესთავაზა დახმარება.
როგორც შვიდი წლის ბიჭმა შემდგომში განაცხადა, მას McDonald’s-ში წასვლა დაგეგმილი ჰქონდა. ფული მზად ჰქონდა და უსაფრთხოების ღვედიც კი ეკეთა. ბავშვის მარტოხელა დედის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი შთამბეჭდავი იყო, მისი შვილის საქციელით არ ამაყობს.