ჯენესისი, ჯენესისი ჯი70, სპორტქარი, ბიემვი მესამე სერია, მერსედეს-ბენცი სი-კლასი
Aa
Aa

Genesis-მა ნახევარი BMW M3 შექმნა | თუმცა, ერთი დიდი „მინუსით“

Genesis G70 ყოველთვის იყო ისეთი მძიმეწონოსანი კონკურენტების ასპარეზზე, როგორებიცაა BMW-ის მესამე სერია და Mercedes-Benz C-Class-ი. თუმცა, მაშინ, როდესაც მისი კონკურენტები ისეთი მაღალი ხარისხის ავტომობილებით გამოდიოდნენ, როგორებიც M3 და AMG C-Class-ი არიან, G70-ს ასეთი მიმზიდველი ვარიანტი არასდროს ჰყოლია.

მაგრამ ახლა ყველაფერი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს, რადგან Genesis-ი თამაშში თავისი ახალი, Magma განყოფილებით ჩართვას გეგმავს. სახეზე კი ტრასაზე ორიენტირებული კონცეფცია გვაქვს, რომელიც ნიურბურგრინგიდან დაიბადა.

G70 Track Day Special Concept-ი G70 Track Taxi Nordschleife-ს გაგრძელებაა, რომელიც გასული წლიდან მწვანე ჯოჯოხეთში მგზავრობას გვთავაზობს. თუმცა, მას კიდევ უფრო აგრესიული ექსტერიერი აქვს, რომელიც სპეციალური კორპუსის ნაკრების საშუალებითაა შექმნილი. G70 Track Day Special Concept-ს, მემკვიდრეობით, Track Taxi Nordschleife-ს განახლებული შასი ერგო. ეს მოიცავს ნიურბურგრინგისთვის დახვეწილ დაკიდების სისტემასა და 19-ინჩიან ალუმინის დისკებს, მაღალი ხარისხის საბურავებით.

რაც შეეხება ძრავას: Track Taxi-სთან შედარებით Genesis-ს რაიმე განახლებაზე განცხადება არ გაუკეთებია. ეს უკანასკნელი უმაღლესი სპეციფიკაციების საგზაო G70-ის ტვინტურბოს, 3.3-ლიტრიან V6 ძრავას იყენებს, რომელიც 368 ცხენის ძალას და 510 ნმ-ს გამოიმუშავებს. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე, უკანა ბორბლებზე, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით ნაწილდება. მარტივად რომ გითხრათ, ეს მოდელი სწრაფია, მაგრამ BMW M3-თან შედარებით, განსაკუთრებით CS ვერსიასთან შედარებით, ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია.

მაგრამ, ამ მოდელის მთავარ მინუსზეც უნდა ვისაუბროთ. სპორტული სედანების მოყვარულთათვის სამწუხაროდ, Track Day Special Concept-ი მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი მოდელია და ის წარმოებაშიც არ ჩეშვება.

 

მსგავსი სიახლეები