GTA-ის მეექვსე ნაწილის გამოშვების თარიღი კვლავ გადაიდო
Grand Theft Auto VI-ის გამოშვების თარიღი კიდევ ერთხელ გადაიდო. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაში,2025 წლის ნაცვლად, ახლა უკვე 2026 წლის 26 მაისს გამოვა.
Grand Theft Auto-ს შემქმნელმა კომპანიამ, Rockstar Games-მა გამოსვლის თარიღის გადავადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და GTA-ს მოყვარულებს მოუბოდიშა:
„ძალიან ვწუხვართ, რომ მოსალოდნელზე დიდხანს მოგიწევთ მოცდა. Grand Theft Auto-ს გარშემო არსებული ინტერესი და მღელვარება ჩვენი კომპანიის გუნდისთვის დიდი პატივია. გვინდა თქვენი მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ კი, თამაშის დასრულებაზე ვმუშაობთ.
ჩვენი გამოშვებული ყველა თამაშის მიზანი, თქვენი მოლოდინის გადაჭარბება იყო. და გამონაკლისი არც Grand Theft Auto VI-ია. ვიმედოვნებთ გესმით, რომ ეს დრო გვჭირდება, რათა გამოვუშვათ იმ დონისა და ხარისხის თამაში, რომელსაც იმსახურებთ და ელოდებით“.
Grand Theft Auto VI-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა. ამის შემდეგ კი, თამაშის შესახებ თითქმის აღარაფერი გვსმენია. ტრეილერიდან როგორც შევიტყვეთ, თამაშის სცენარი მაიამით შთაგონებულ ქალაქში მიმდინარეობს, რომელიც თამაშის მესამე ნაწილი იყო წარმოდგენილი.