მოდიფიცირება, პორშე 911, პორშე, სპორტქარი, სინგერი
Aa
Aa

Singer-ის ახალი 911 ყველაზე მაგარი მაშუქების ტიტულის მფლობელი გახდა

Singer-ის უახლესი ქმნილება რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით წარსდგა ჩვენს წინაშე. მარტივად რომ გითხრათ, Porsche 911 Carrera Coupe Reimagined-ს სახელით ცნობილი მოდელი 4-ლიტრიანი ატმსფერული 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც DLS-ისა და DLS Turbo-ს პროგრამებიდან მიღებული გამოცდილებითაა დახვეწილი. Singer-მა ძრავა Cosworth-თან ერთად შეიმუშავა და პროექტისთვის Red Bull Advanced Technologies-ის ექსპერტებიც დაიქირავა. შედეგად კი, სრულიად ახალი, სპეციალურად 911 Type 964-ისთვის გაძლიერებულიყო შასი მივიღეთ.

მოდელის 4.0-ლიტრიანი ძრავა 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 8000 ბრ/წთ-ზე მეტ ბრუნს აღწევს. ეს Singer-ისთვის პირველი ატმოსფერული ძრავაა, რომელიც წყლით გაგრილებად ცილინდრთა ბლოკის სახურავს და ჰაერით გაგრილებად ცილინდრებს იყენებს. ის ასევე პირველია, რომელსაც აირგანაწილების ცვლადი ფაზები აქვს. 

ბუნებრივია, რიომ 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. 18-ინჩიანი საბურავების უკან კარბონის კერამიკული მუხრუჭებია, ხოლო Singer-ის ახალი კარბონის კორპუსი 911-ს 1980-იანი წლების ფართო კორპუსიანი 911 Carrera-თი და Super Sport Equipment-ით შთაგონებულ იერს სძენს. მომხმარებლებს კორპუსის ორივე კომპლექტისა და სურვილისამებრ მათი შეცვლის საშუალება აქვთ. 

Singer-ი უახლეს 911-ის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, 100 ერთეულს გამოუშვებს. და როგორც Singer-ისთვისაა დამახასიათებელი, მომხმარებელს ავტომობილში საკუთარი დიზაინით ცვლილებების შეტანახ შეუძლიათ. ეს შეეხება მოდელის ფერს, გამოყენებულ ტყავს, მასალებს, მსუბუქი სპორტული სავარძლების ალტერნატივას და ა.შ. ხოლო მანქანის მოჭიდების კონტროლის სისტემის, ბლოკირების საწინააღმდეგო მუხრუჭებისა და ელექტრონული სტაბილურობის კონტროლის შესაქმნელად Singer-მა Bosch-თან ითანამშრომლა. 

Singer-ის მიერ შექმნილი Porsche 911 Carrera Coupe Reimagined-ი კომპანიის უახლეს რესტავრაციის შეთავაზებებს აერთიანებს. ეს მოდელი 2009 წელს, Singer-ის დაარსების შემდეგ, რიგით მეხუთე მოდელია. პირველი Porsche კომპანიამ 2009 წელს, მონტერეის ავტომობილების კვირეულზე წარადგინა. 

 

მსგავსი სიახლეები