მერსედესი, ქოსვორსი, მერსედეს 190ი, მერსედეს ევო II, რიკარო, ფორდ რაპტორი, ფორდ ეფ150 რაპტორი
Aa
Aa

ხელნაკეთ Mercedes 190E Evo II-ს Ford Raptor-ის ტვინტურბო ძრავა უყენია

პირველი, რაც სტატიის დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს არის ის, რომ Mercedes 190E, რომელსაც Top Gear-ის ამ ვიდეოში ხედავთ, Evo II არ არის. 1990 წლის Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evo II ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სედანია, ჰომოლოგირებული DTM სარბოლო მანქანა გზისთვის. მოდელი Cosworth-ის 2.5-ლიტრიანი 16-სარქვლიანი ოთხცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. Evo II ავტოსამყაროში ნამდვილი ლეგენდაა, რის გამოც ტიუნინგ კომპანიამ გადაწყვიტა პროექტი, $500-იანი Mercedes 190E სედანისგან შეექმნა.

ახლა, როდესაც ის თითქმის დასრულებულია, რთულია იმის თქმა, რომ ის სტანდარტული 190E-სგან რამით განსხვავდება. გუნდის წევრებმა მანქანა ძარამდე დაშალეს, Evo II-ის მსგავსად დიდი ზომის, ინდივიდუალური ძარის დიზაინი დაამუშავეს და ინტერიერი სრულიად განაახლეს. მსგავსია თითქმის ყველა ნიუანსი: მაშუქებიდან დაწყებული, უკანა ფრთა და ბორბლებით დასრულებული. როგორც თავადაც აღნიშნავენ, მოძრავ მდგომარეობაში განსხვავებების შემჩნევა რთულია, თუმცა ახლოდან ნახვის შემთხვევაში, უზუსტობების დანახვა შესაძლებელია.

სალონიც თითქმის მსგავსია, თუმცა განსხვავებები ინტერიერში უფრო მეტად გამოიკვეთება. მაგალითად, ამ მოდელის შავი ტყავის Recaro-ები Evo II-ის სავარძლებს ჰგავს, თუმცა, მას აქვს სრულიად განსხვავებული გადამრთველი და ახალი ტექნოლოგიებიც, როგორიცაა Bluetooth-კავშირი.

მთავარი ალბათ ყველასთვის მაინც მანქანის შესაძლებლობებია: ავტოსპორტისთვის Cosworth-თან თანამშრომლობით შექმნილი ძრავის ნაცვლად, ეს 190E, 3-ლიტრიანი ტვინტურბო V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მოდელმა Ford F-150 Raptor-დან მიიღო. ბუნებრივია, პიკაპის ძრავის 190E-ში მოსათავსებლად, გუნდის წევრებს მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა მოუხდათ, თუმცა მათი თქმით, Raptor-ის ძრავა შესაფერისი არჩევანი იყო. ეს უკანასკნელი Ford-მა ააწყო, Ford-ი კი, წლების განმავლობაში, Cosworth-თან თანამშრომლობდა.

ცნობისთვის, Raptor-ის ქარხნული ძრავა 450 ცხენის ძალას და დაახლოებით 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. რაც შეეხება ძველი Cosworth-ის ოთხცილინდრიანი ძრავას, მისი სიმძლავრე 232 ცხენის ძალასა და 245 ნიუტონ მეტრს აღწევდა.

 

მსგავსი სიახლეები