ვიდეოთამაში, გრანდ სეფთ აუტო, ტრეილერი
Aa
Aa

GTA-ს ახალი ტრეილერი: Vice City-ის მანქანები ასეთი მიმზიდველი არასდროს ყოფილა

Grand Theft Auto-ს შემქმნელი სტუდიის, Rockstar-ის უახლესი განცხადების თანახმად, პოპულარული ვიდეოთამაშის გამოსვლა, რომელსაც მოყვარულები წლებია ელოდებიან, კიდევ ერთხელ გადაიდო. სტუდიამ მის გულშემატკივრებს მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი, ყველაფერს აკეთებენ, რათა მათ მოლოდინებს გადააჭარბონ. 

ბოლო ინფორმაციით, Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილს 2026 წლის 26 მაისს ვიხილავთ. მანამდე კი, Rockstar-მა კიდევ ერთი ტრეილერი გამოუშვა, რომელსაც უკვე დიდი გამოხმაურება პოვა. ბევრის შეფასებით, ვიდეოთამაშის ახალ ეპიზოდში მანქანები იმაზე მიმზიდველია, ვიდრე ლეგენდარული GTA-ს ნებისმიერი სხვა ნაწილის შემთხვევაში. 

პირველი მანქანა, რომელსაც ვხედავთ, როგორც ჩანს, თამაშის ერთ-ერთი გმირისაა - ეს უცნობი სახელის მქონე Vapid-ია, რომელიც რეალური Ford Ranchero-ს მიხედვით არის მოდელირებული. იმავე სცენაში, კიდევ ერთი Vapid-ი შემოდის - თანამედროვე პიკაპი. კაპოტის სტიკერზე წარწერა „Caracara“-ს ვხედავთ, რაც მტაცებელ ფრინველს ნიშნავს. 

აქედან უკვე ჯეისონს Vice City-სკენ მივყვებით, სადაც უფრო მეტი პიკაპიც გვხვდება. აქ ვხედავთ Bison-ს (Ram-ის ეკვივალენტი), რომელიც ჰიდროციკლს მიათრევს და ძველ Sandking-ს ან მსგავსს თავისი ორფეროვანი, მქრქალი ნარინჯისფერი და გაცვეთილი თეთრი კომბინაციით. ვიდეოში ვხედავთ Invetero Coquette D10-საც, რომელიც C8 Corvette-ია. 

და ეს ყველაფერი არაა. GTA-ს მეექვსე ნაწილის ახალი ტრეილერი ბევრი სხვა ეგზოტიკური და სპოტული ავტომობილითაა დატვირთული, მათ შორისაა: Bravado Banshee, Pfister Comet-ი და გაუმჯობესებული Schafter-ი, რომლებიც რეალურად Viper-ი, 911 და  S-Class-ია. დანარჩენი კი, შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ. 

მსგავსი სიახლეები