BMW E39 მეხუთე სერია სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო | საწყისი ესკიზები
BMW-ის ავტომობილების დიზაინის ისტორია მრავალფეროვანია და არაერთ საინტერესო და ყველასათვის საყვარელ მოდელს აერთიანებს. თუმცა ძალიან ბევრი ავტომოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი, BMW-ის ენთუზიასტებისთვის, E39 მეხუთე სერია ლეგენდად რჩება.
თუმცა რეალურად, BMW-ის ადრეულ ესკიზებში, E39 რადიკალურად განსხვავებული დიზაინისაა. E39 მოდელი 1992 წელს ჯოჯი ნაგაშიმამ შექმნა, თუმცა ადრეული ესკიზები ცხადყოფს, თუ რამდენად განვითარდა კონცეფცია წარმოებაში ჩაშვებამდე. ერთ-ერთ ადრეულ ესკიზზე 1989 წლის თეთრი სედანი ჩანს, რომელიც თითქმის საერთოდ არ ჰგავს იმ E39-ს, რომელსაც ჩვენ დღეს ამ სახით ვიცნობდით.
სინამდვილეში, ის ბევრად უფრო ჰგავს ორიგინალ E31 მერვე სერიას. თანაც, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მერვე სერიის დებიუტი იმავე წელს, ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა.
საბოლო წარმოებაში, ეს სედანი შედარებით მცირე ზომის თირკმლისებრი ცხაურითაა წარმოდგენილი. თუმცა ისინი დასრულებულ E39-ზე ოდნავ უფრო ფართოა. იაპონელმა დიზაინერმა უცნაური ფორმის მაშუქებიც შექმნა - მოხრილი გარე კიდეებითა და მკვეთრად დახრილი შიდა კუთხეებით.
მოდელის კორპუსის გვერდითა და უკანა ნაწილები ასევე განსხვავდება არსებული E39-სგან. ერთად აღებული, ეს ელემენტები აშკარად BMW-ს 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში არსებულ დიზაინერულ ენას ასახავს. ეს სტილი ფართოდაა გავრცელებული სერიულ მოდელებში, როგორიცაა E31 მერვე სერია და Z1 როდსტერი, ასევე ექსპერიმენტულ კონცეფციებში, როგორიცაა Z1 Coupe და E1.
ინტერნეტში, მეორე ადრეული ესკიზიც გავრცელდა. უცნობია, თუ როდის შეიქმნა ეს ჩანახატები, თუმცა ისინი ბევრად უფრო ჰგავს საბოლოო ვერსიას. მაშუქები მსგავსია, საოცარი მსგავსებაა საბოლოო ვერსიასა და ამ ესკიზის თირკმლისებრ ცხაურას შორის.