კვლევა, ჩინეთი, გაყიდვები, ელექტრომობილები, ამერიკის შეერთებული შტატები, ავტოწარმოება
Aa
Aa

წელს, ელექტრომობილების გაყიდვები 20 მილიონს გადააჭარბებს | ზრდა შენარჩუნდება

IEA-ს უახლესი ანგარიშის თანახმად, არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, ელექტრომობილების ბაზრის წილი 2030 წლისთვის 40%-ს გადააჭარბებს. ამის მიზეზი კი, ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის ზრდა გახდება. IEA-ს ყოველწლიური Global EV Outlook-ის მოცემებით, ძლიერი ზრდის გავლენით, 2025 წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 20 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს, რაც მსოფლიოში გაყიდული მანქანების მეოთხედზე მეტს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, ელექტრომობილების ზრდის ტემპზე მნიშვნელოვან გავლენას ვერც ეკონომიკური სირთულეები მოახდენს. EV-ებზე ხელმისაწვდომობა კი იზრდება, რაც მის გაყიდვებზეც აისახება. 2024 წელს გლობალურმა გაყიდვებმა 17 მილიონს გადააჭარბა. თუმცა, მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში EV-ების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 35% შეადგინა. იმავე პერიოდში, თითქმის ყველა ძირითადმა ბაზარმა კვარტალური გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ელექტრომობილების ბაზრის ლიდერის პოზიციას ჩინეთი ინარჩუნებს. ქვეყანაში 2024 წელს გაყიდული ავტომობილების თითქმის ნახევარს - 11 მილიონზე მეტი - სწორედ EV-ები შეადგენდნენ. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების თითქმის ერთი მეხუთედი იმპორტირებულია. ჩინეთმა, რომელიც გლობალური წარმოების 70%-ზე მეტს შეადგენს, 2024 წელს სხვა ქვეყნებში 1.25 მილიონი ელექტრომობილი გაიტანა ექსპორტზე.

შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების გაყიდვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ევროპაში კი, გაყიდვები სტაგნაციას განიცდიდა, რადგან სუბსიდირების სქემები და სხვა დამხმარე პოლიტიკა ბოლო პერიოდში შედარებით შემცირდა. ამის მიუხედავადაც, ელექტრომობილების ბაზრის წილი დაახლოებით 20%-ს აღწევდა.

ცნობისთვის, IEA-ს უახლესი ანგარიში ნავთობის გაზრდილ ფასებზეც ამახვილებს ყურადღებას. მოხსენების თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფასები დაიკლებს, მომხმარებლისთვის EV-ების შენახვა მაინც მნიშვნელოვნად იაფი დაჯდება.

 

მსგავსი სიახლეები