სუპერქარი, რბოლა, დრაგი, მაკლარენი, ტოიოტა, მაკლარენი 570 ესი, სპორტქარი, ტოიოტა ემარ2, მაკლარენ 570 ესი
Aa
Aa

Toyota McLaren-ის წინააღმდეგ | 30 წლის სპორტქარმა სუპერქარს ტოლი არ დაუდო

ეს ისტორიაა, რომელიც ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება — 30 წლის ბიუჯეტური იაპონური სპორტქარი თანამედროვე ბრიტანული სუპერქარის წინააღმდეგ. ერთ მხარეს 2018 წლის McLaren 570S დგას — ინჟინერიის მწვერვალი, ხოლო მეორე მხარეს — 1992 წელს გამოსული Toyota MR2, თუმცა ამ მანქანას იაპონური ავტომწარმოებლის მხოლოდ სახელი და კორპუსი შერჩა.

McLaren 570S 3.8-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 740 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ავტომობილია, რომელიც თავიდანვე სისწრაფისთვის შეიქმნა — მსუბუქი, აეროდინამიკული და კლინიკურად ზუსტი.


თუმცა, Toyota MR2-ის კაპოტის ქვეშ ნამდვილი სიგიჟე იმალება. ორიგინალი ძრავის ნაცვლად, აქ Honda-ს K24 აგრეგატი დგას, რომელიც დაახლოებით 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფი და მინიმალური წონა ამ ავტომობილს ნამდვილ ბომბად აქცევს.

დრაგ-რბოლამ აჩვენა, რომ სიმძლავრე ყველაფერი არ არის. მაკლარენი მშვიდი და ზუსტი სტარტით 60 მილს (დაახლოებით 100 კმ/სთ) სულ რაღაც 3.08 წამში ავითარებს. მან დრაგში გაიმარჯვა, რადგან MR2-ის მთელი სიმძლავრე სტარტზე ბორბლების ბუქსაობაში იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური სპორტქარი სტარტზე შენელდა (3.36 წამი), ფინიშის ხაზთან მან 246კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც მაკლარენის მაჩვენებელზე, დაახლოებით, 17 კმ/სთ-ით მეტია. 

ნამდვილი სიურპრიზი მაშინ დატრიალდა, როცა რბოლა გაგორებულზე დაიწყო. აქ, სადაც სტარტზე მოჭიდების პრობლემა მოიხსნა, ჰონდას ძრავიანმა ტოიოტამ მაკლარენი უბრალოდ გააქრო. სამიდან ორ რბოლაში MR2-მა ბრიტანულ სუპერქარს სამი ავტომობილის სიგრძით გაასწრო.

ეს რბოლა არის მტკიცებულება იმისა, რომ ძველი იაპონური პლატფორმები და სწორი ენთუზიაზმი დღესაც საშიშია, თუმცა, მაკლარენის ტექნოლოგიური უპირატესობა სტარტზე მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები