ელექტრომობილები, ჩერი, ბიუაიდი, ბივაიდი
Aa
Aa

ჩინურ SUV-ებს უკვე ცურვაც შეუძლიათ | Chery-მ თავისი „ამფიბია“ წყალზე გამოცადა

რამდენიმე წლის წინ ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის ქვებრენდმა, YangWang-მა, თავისი ახალი მოდელი U8 „წყალში შეუშვა“ და მისი შესაძლებლობებით — მათ შორის, წყალზე ტივტივის ფუნქციით — ყველა გააოცა. ახლა კი იმავეს ჩინური გიგანტი Chery, უფრო კონკრეტულად კი მისი შვილობილი კომპანია Jetour-ი აკეთებს. მარკამ უახლესი მოდელი, G700 წარადგინა, რომელმაც პეკინის ჩრდილოეთით მდებარე ტბა „ფაქტობრივად“ გადაცურა.

ასევე დაგაინტერესებთ: ორი ერთში: Top 10 ამფიბია

საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში Jetour-ი მხოლოდ სტანდარტული ავტომობილის შექმნით არ შემოიფარგლა — მან მისი ამფიბიური ვერსია შემოგვთავაზა, რომელსაც Ark Edition-ი უწოდა. მოდელი მოდიფიცირებული ძრავითაა აღჭურვილი, რაც ამ ვერსიას ნავთან უფრო აახლოებს, ვიდრე სტანდარტულ ავტომობილთან; წყალში შესვლის დროს კი ის ნამდვილ კატერად იქცევა.

როგორ მუშაობს სისტემა?

მაშინვე, როგორც კი ავტომობილი წყალში შედის, მისი 2-ლიტრიანი ტურბო-ჰიბრიდული ძრავა და ელექტროძრავები წყვეტენ ბორბლების მუშაობას და ამის ნაცვლად პროპელერებს ამოძრავებენ. ავტომობილი აღჭურვილია მოწინავე გიროსკოპული სისტემით, რომლის საშუალებითაც SUV წყალზე მყარად ტივტივებს და გადაყირავების რისკიც მინიმუმამდეა დასული.

 

რა თქმა უნდა, ეს სისტემა საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვისაა შექმნილი, მაგალითად — წყალდიდობის დროს, თუმცა რთულად დასაშვებია, რომ მფლობელები ამ ფუნქციით უბრალოდ არ გაერთონ.

თუმცა Jetour G700-ის შესაძლებლობები არა მხოლოდ წყალში, ხმელეთზეც შთამბეჭდავია. ჩინური SUV-ის სტილის მოდელი ზომებით Toyota Land Cruiser 300-ის მსგავსია და გლობალურ ბაზრებზეც გაიყიდება. სტანდარტული ვერსია 892 ცხენის ძალის სიმძლავრესა და 1 135 ნიუტონ-მეტრს გვთავაზობს, რაც წარმოუდგენელი შედეგია. 0-დან 100-მდე კი სულ რაღაც 4.6 წამში ჩქარდება. მოდელი სამივე ბლოკირებადი დიფერენციალითაა აღჭურვილი, რაც მას „უგზოობის“ კატეგორიაშიც ათავსებს.

გარდა ამისა, G700 საკმაოდ შთამბეჭდავ, CATL-ის 31.4 კვტ/სთ ტევადობის ბლოკსაც იყენებს და მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯზე 150 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ამ მოდელის 20%-დან 80%-მდე დამუხტვა კი სულ რაღაც 10 წუთშია შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები