Mecum-ის აუქციონზე უიშვიათესი 1971 Plymouth Hemi GTX-ი იყიდება
მასლ-ქარების მოყვარულთათვის Mecum-ის 2026 წლის ინდიანაპოლისის აუქციონი ნამდვილი დღესასწაულია. ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი კი უდავოდ 1971 წლის Plymouth Hemi GTX-ია — ავტომობილი, რომელიც ეპოქის დასასრულის სიმბოლოდ იქცა.

ეს უბრალო GTX-ი არ გახლავთ — მსოფლიოში მხოლოდ 11 ასეთი მოდელი არსებობს, რომელსაც 425 ცხენისძალიანი 425 Hemi V8 ძრავა და 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. გარდა ამისა, Super Track Pack-ით მხოლოდ ოთხი მათგანია აღჭურვილი და რაც ყველაზე მთავარია, ითვლება, რომ ეს ერთადერთი Hemi GTX-ია 1971 წლიდან, რომელიც ქარხნულად Winchester Gray ფერშია შეღებილი. 
1971 წელს Plymouth-მა თავისი B-Body პლატფორმის ავტომობილები რადიკალურად შეცვალა — შემოიღო ე.წ. „ფიუზელაჟის“ სტილის დიზაინი. ეს მანქანები უფრო მეტად კონსერვატიულ წინამორბედებზე მეტი შარმითა და აგრესიით გამოირჩეოდნენ. თუმცა, სწორედ ამ დროს ემისიის წესები გამკაცრდა და დაზღვევა გაძვირდა, რამაც მძლავრი V8 ძრავები ნაკლებად მიმზიდველად აქცია.
ავტომობილს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა, თუმცა შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი, ქარხნული ძრავა და ტრანსმისია. ამ Plymouth-ს აქვს ყველაფერი, რაც 70-იანი წლების ფუფუნებად ითვლებოდა: ჰიდრავლიკური საჭე და მუხრუჭები, Air Grabber კაპოტი და კლასიკური Goodyear Polyglas საბურავები თეთრი წარწერებით.
Mecum-ის პროგნოზით, ეს ავტომობილი 325 000-დან 350 000 დოლარამდე ინტერვალში გაიყიდება. შედარებისთვის, ამავე აუქციონზე იყიდება 440-იანი ძრავით აღჭურვილი მექანიკური GTX, რომლის ფასი მხოლოდ $110,000 - $130,000-ია. სწორედ ეს არის იშვიათობის ძალა — ერთი და იგივე მოდელი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ისტორიული დატვირთვა.