ევროკავშირი, რეგულაციები, კლიმატის ცვლილება, ელექტრომობილები, ბიემვი
Aa
Aa

BMW: ელექტრომობილები ჩიხში შედის  | ჩვენ სწორ გზაზე ვართ

BMW წარსულში კრიტიკის ქარცეცხლში არაერთგზის მოექცა. მიზეზი, სრულად ელექტროწარმოებაზე ავტომწარმოებლის გადასვლის ნელი ტემპი იყო. მაშინ, როდესაც გერმანული გიგანტის კონკურენტებმა ელექტრომობილებზე გადასვლის სამიზნე თარიღები დაისახეს, BMW კონკრეტული გეგმებისგან თავს იკავებდა.

ახლა სიტუაცია შეიცვალა. ავტომწარმოებლები EV-ებზე გადასვლის გეგმის ცვლილებისთვის გზას ეძებენ, ხოლო BMW-ის უფრო ფრთხილი მიდგომა, როგორც ჩანს, შედეგიანია. გერმანული ბრენდი მიიჩნევს, რომ მომხმარებლისთვის ძრავების ფართო სპექტრის შეთავაზება აუცილებელია, რაზეც კომპანიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ხელმძღვანელმა ოლივერ ზიპსემაც ისაუბრა. შესაბამისად, BMW არ შეწყვეტს ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდული და ასევე წყალბადის ძრავიანი ავტომობილების წარმოებას და გაყიდვას, პარალელურად კი, ელექტრომობილებზეც განაგრძობს მუშაობას. 

„ჩვენ მიზნებსა და რეგულაციებს სერიოზულად ვეკიდებით, თუმცა არ მიგვაჩნია ტექნიკურად ცალმხრივი რეგულაციების, რომლებიც მიწოდებას ზღუდავს. იგივე ვრცელდება წრიულ ეკონომიკაზე: აქაც, მხოლოდ  ყოვლისმომცველი მიდგომა და ინვესტიციების სტიმულირება იქნება ეფექტიანი გამოსავალი. რადგან, როგორც დამოუკიდებელი ტექნოლოგია, ელექტრომობილები ჩიხში შედის - და ეს ახლა უკვე ნათელია. განსხვავებები უბრალოდ ძალიან დიდია, თუნდაც მხოლოდ ევროპაში.“

ზიპსემ ბელგიისა და იტალიის მაგალითები მოიყვანა. ბელგიაში, სტიმულირების დახმარებით, ელექტრო და ჰიბრიდულმა ავტომობილებმა გასულ წელს ბაზრის წილის 60%-ზე მეტი შეადგინა. თუმცა იტალიაში მათი გაყიდვები ჯამური რაოდენობის 4%-ს შეადგენდა.

„სხვა მწარმოებლები ცვლიან კურსს ან ცვლიან თავიანთ სტრატეგიას, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ამ მიდგომის შემქმნელებიც კი ფიქრობენ არსებულ ვითარებაზე. გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ტექნოლოგიებისადმი ფართო მიდგომას, ხოლო ევროპის კომისია ცდილობს რეგიონი უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს“.

 

მსგავსი სიახლეები