ვიღაცამ შუაძრავიანი Toyota GT86 Roadster-ი ააწყო და ახლა ყიდის
მანამ, სანამ ყველა მოუქნელად ელოდება, რომ Toyota თავის MR2-ს ახალი 2-ლიტრიანი ტურბო ძრავით დააბრუნებს, იაპონიაში ვიღაც, უცნაური შუაძრავიანი Toyota GT86 Roadster-ით გადაადგილდება. da ეს არც საიდუმლო პროტოტიპი არ გახლავთ. ის მესამე თაობის MR2 Spyder-ის პლატფორმაზე შექმნილი უნიკალური მოდელია, რომელიც ახლა გასაყიდადაა გამოტანილი.
პროექტი 2000 წლის Toyota MR-S-ით დაიწყო, რომელიც ამჟამად შეწყვეტილი MR2 Roadster-ის ახლებური ვერსიაა. დონორი მანქანიდან მხოლოდ კარები და წინა საქარე მინაა გადმოტანილი, დანარჩენი ყველაფერი შეცვლილია.
წინა და უკანა ბამპერები პირველი თაობის GT86-ს ეკუთვნის, ისევე როგორც წინა და უკანა მაშუქები. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა სრულად Toyota-ს ქარხნული ნაწილებით აეწყო, უნდა ითქვას, რომ რეალურად, MR2 და GT86 ფუნდამენტურად განსხვავებული არსებები არიან. მათ სრულიად განსხვავებული პროპორციები და ზომები აქვთ. გამოდის, რომ კაპოტი, გვერდითი კალთები და უკანა პანელი სპეციალურად კარბონით გამაგრებული პლასტიკით უნდა ყოფილიყო დამზადებული.
მიზანი? - GT86-ის დიზაინის ენის მაქსიმალურად ზუსტად იმიტაცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მცირე ხარვეზები შესამჩნევია. მათ შორის უკანა პანელსა და ბამპერს შორის აცდენები, რომელიც მთლიანად კორპუსის ახალი პანელებითაა დაფარული.
დასკვნის სახით გეტყვით, რომ ექსტერიერი Ferrari Rosso Corsa 322-ის შთამბეჭდავ საღებავშია შესრულებული და 18-ინჩიანი ალუმინის დისკების ახალ კომპლექტზე დგას. ინტერიერში განახლებები მოკრძალებულია და მხოლოდ ნავიგაციის ეკრანი გვხვდება.
საბოლოო პროდუქტი ადვილად შეიძლება აგვერიოს Toyota GT86 Roadster-ში. რა თქმა უნდა, Toyota-ს GT86-ის კაბრიოლეტი ვერსია არასდროს შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ჩამოკიდებული სახურავის კონცეფციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იგივე შეიძლება ითქვას ამჟამინდელ GR86-ზეც, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ კუპეს სახით არის ხელმისაწვდომი.
GT86 Roadster-ის ეს ვერსია MR2-ის დონორი ავტომობილის შუაში დამონტაჟებული 1.8-ლიტრიან ოთხცილინდრიან 1ZZ-FE ძრავას ინარჩუნებს. ეს ძრავა ოდესღაც 138 ცხენის ძალას და 171 ნმ-ზე მეტს გამოიმუშავებდა. ძრავიდან გამოსულ სიმძლავრეს კი, ხუთსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით, უკანა ბორბლებზე ანაწილებდა.
დაინტერესების შემთხვევაში გეტყვით, რომ ამ ავტომობილის ღირებულება $15 000-დან იწყება,ხოლო აუქციონი 31 მაისს მთავრდება.