ელექტრომობილები, პორშე, პორშე კაიმანი, ავტოწარმოება, პორშე ბოქსტერი
Aa
Aa

დიდი დასასრული: Porsche ბენზინზე მომუშავე ამ სპორტქარების წარმოებას აჩერებს

მეოთხე თაობის Porsche Boxster-ი და Cayman-ი თითქმის ათი წლისაა და როგორც ჩანს, მათი „ჩამოწერის“ დროს მოვიდა. Porsche Cars North America-მ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და დაადასტურა, რომ ამ მოდელების წარმოება ოქტომბერში დასრულდება.

სიახლე, მათი ასაკის გათვალისწინებით, დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს. მათ ელექტროვერსიებს კი, პრობლემები უკვე შეექმნათ. თავდაპირველი გეგმით, ისინი 2026 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა ახლა ამ თარიღმა 2027 წლამდე გადაიწია.

მარაგების ამჟამინდელი მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ გავქვს. მაგრამ, შეერთებული შტატების შიდა მოძიებით დადგინდა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 60 ახალი Boxster-ი და Cayman-ია. ეს დიდი რიცხვი არ უნდა იყოს, თუმცა Porsche-ს გუნდი მიწოდების მომავალი წლის დასაწყისამდე გაგრძელებას განიხილავს, თუმცა არც თუ ისე დიდი რაოდენობით.

რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია, რადგან კომპანია ელექტრომობილების გამოსვლის თარიღს არ ასახელებს. როგორც ჩანს, თაობებს შორის დიდი პერიოდი იქნება, რაც კომპანიის შედეგებიდან გამომდინარე დიდი პრობლემაა.

გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 718-ის სერიის ჯამში 5 698 მოდელი გაიყიდა. გამოდის, რომ ეს სერია უფრო პოპულარული იყო, ვიდრე Taycan და Panamera. გარდა ამისა, ასაკის მიუხედავად, გაყიდვები 2024 წელს თითქმის 26%-ით გაიზარდა.

Porsche-მ მომდევნო თაობის Boxster-ისა და Cayman-ის შესახებ არაერხელ განაცხადა, რომ ისინი სრულად ელქეტროუნდა ყოფილიყო. თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, ძრავების დამატებაც მოუწია. ამჯერად, კომპანიას, 718-ის სერიაში  სრულად ელექტრო სპორტქარების წარმოენა აქვს გადაწყვეტილი, დანარჩენს მომავალ წლებში გავიგებთ.

 

მსგავსი სიახლეები