ბიემვი ემ5 ტურინგი, აუდი ქიუ7, მერსედეს აიემჯი ჯითი არი, მერსედეს ჯი63, ფერარი 812 სუპერსტარი, ფერარი ეფ12
Aa
Aa

ცეცხლმოკიდებული მანქანების გადარჩენისას, პოლიციამ მფლობელს წიწაკის სპრეი შეასხა

ნიდერლანდებში მდებარე ეგზოტიკური ავტომობილების სადილერო კამერით გადაღებული კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელა. კადრებში ჩანს, რომ Ferrari-ის მფლობელს პოლიცია უპირისპირდება მაშინ, როდესაც ის ახლომდებარე ხანძრისგან თავისი ძვირად ღირებული მანქანების გადარჩენას ცდილობს.

როგორც ჩანს, ხანძარი Gräper Automotive-ის გვერდით შენობაში გაჩნდა. ადგილობრივი სახანძრო ჯგუფების მოსვლის შემდეგ, სადილეროს მფლობელმა რაც შეიძლება მეტი მანქანის გადარჩენა სცადა. თავდაპირველად მფლობელმა შოურუმის გარეთ გაჩერებული Audi Q7 გაიყვანა სამშვიდობოს, შემდეგ კი Ferrari 812 Superfast-ის, Audi RS Q8-ის, Ferrari 488 GTB-ის, Mercedes-AMG GT R -ისა და რამდენიმე სხვა მანქანის გადარჩენაც მოახერხა.

თუმცა ამაზე არ გაჩერებულა. მფლობელი შოურუმში შევარდა, რათა BMW M5 Touring-ი, Mercedes G63, Audi RS6 და Audi RS5 გამოეყვანა. ამ დროს ადგილზე პოლიცია და სახანძრო ჯგუფები მივიდნენ და სწორედ მაშინ გაუარესდა სიტუაციაც.

კადრებში ჩანს, რომ მფლობელი სადილეროში კიდევ ერთხელ შესვლას ცდილობს. სავარაუდოდ, Ferrari F12-ით მოძრავი სადილეროს თანამშრომლის გამოსაყვანად. თუმცა მას პოლიცია აგრესიულად უბიძგებს, ორი სამართალდამცველი კი, მის შეკავებას ცდილობს. ამის შემდეგ, მათ წიწაკის სპრეის გამოყენება გადაწყვიტეს, სადილეროს მფლობელს სახეში შეასხეს და შემდეგ დააკავეს.

Instagram-ზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მეხანძრეები სადილეროს მფლობელს მანქანების გამოყვანაში ეხმარებოდნენ, სანამ ადგილზე სამართალდამცველები არ გამოჩნდენ და მათ, ტერიტორიის დატოვება უბრძანეს.

 

მსგავსი სიახლეები