ჩინეთი, ელექტრომობილები, ჰუმანოიდი რობოტი, ტესლა, ბივაიდი
Aa
Aa

BYD-სა და Tesla-ს შორის კონკურენცია გრძელდება | ჩინური გიგანტი კვლავ იმ ბაზარზე შედის, სადაც Tesla დომინირებს

ჩინური ავტომწარმოებელი, რომელმაც გაყიდვებით Tesla-ს გადაასწრო, ახლა ჰუმანოიდ რობოტებზე გადავიდა და გეგმავს, ისინი თავისივე შოურუმში გამოფინოს.

ჩინურმა BYD-მ, რომელიც ძირითადად ელექტრომობილების წარმოებითაა ცნობილი, გასულ წელს ამერიკულ Tesla-ს გადაასწრო და გაყიდვებით EV-ებში პირველი ადგილიც დაიკავა. ახლა კი კომპანია თავისი საწარმოო ხაზის განვითარებას გეგმავს, თუმცა არა ახალი მოდელებით, არამედ ჰუმანოიდი რობოტებით.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ამ კვირის დასაწყისში BYD-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ლი კემ განაცხადა, რომ ჩინური კომპანია ამჟამად ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაზე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, BYD-ის ახალი რობოტები იმავე ტექნოლოგიურ პლატფორმას გაიზიარებენ, რომელზეც ჩინური მარკის ელექტრომობილებია დაფუძნებული. გამოცემა CarNewsChina-ს ცნობით, არსებობს შანსი, რომ პროექტი ღია პლატფორმის პრინციპით განვითარდეს, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტის განსავითარებლად BYD რობოტექნიკის სფეროში მოღვაწე სხვა წამყვან კომპანიებთან ითანამშრომლებს. ეს მიდგომა კი კვლევისა და განვითარებისთვის საჭირო დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანოიდი რობოტების მიმართულებით ყურადღების ცენტრში კვლავ ამერიკული Tesla-ა, ამ მხრივ ჩინური კომპანიების მიღწევებიც არანაკლებ სოლიდურია. მაგალითად, სმარტფონების მწარმოებელ Honor-ის რობოტი, რომელმაც ნახევარმარათონის დისტანცია სულ რაღაც 50 წუთსა და 26 წამში დაფარა — ადამიანის რეკორდზე თითქმის 7 წუთით ნაკლებ დროში.

BYD არც პირველი ჩინური ავტომწარმოებელია, რომელმაც ამ ინდუსტრიაში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა. მაგალითად, გასულ წელს Chery-ს შვილობილმა კომპანიამ, AiMoga-მ ჰუმანოიდი რობოტი ქალი — Mornine M1 წარადგინა. გრძელი ქერა თმის მქონე რობოტი წარმოებაში გასულ თვეში ჩაეშვა და მისი ღირებულება დაახლოებით 41 000 აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები