ელექტრომობილები, ბიემვი, ბიემვი მეხუთე სერია, ბიემვი ნოიე კლასე
Aa
Aa

BMW ავტომობილების დიზაინს რადიკალურად ცვლის | ახალ მანქანებს ვეღარ იცნობთ

BMW-ს დიზაინის ახალი ერა iX3 ელექტრო SUV-ის იწყება, რომლის დებიუტიც მიმდინარე წლის ბოლოსკენაა დაგეგმილი. თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი მანქანა ბავარეული ბრენდის ხაზში, რომელსაც Neue Klasse-ს იერსახე ექნება. უფის დიზაინის ხელმძღვანელის, ადრიან ვან ჰოიდონკის ინფორმაციით, BMW-ის ყველა მოდელს, ძალიან მალე, სრულად განსხვავებული სახე ექნება.

როგორც Autocar-თან ინტერვიუში ვან ჰოიდონკმა განაცხადა, BMW-ს ახალი დიზაინის ენა ყველა მოდელზე გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი 2023 წელს შედგა, მეხუთე სერიის სედანი პირველი მანქანა იქნება, რომელიც ახალ იერსახეს მიიღებს. თუმცა ფეისლიფტის სახით და მის ამჟამინდელ CLAR არქიტექტურასაც შეინარჩუნებს. მეხუთე სერიის რედიზაინს კი, X5, მეორე სერია, X2, მეშვიდე სერია და X7-იც მოჰყვება.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დიზიანის ახალი ენა, რომელსაც ახლა ვავითარებთ - და რომელიც წელს IAA-ზე [მიუნხენი] Neue Klasse-ს პირველი ავტომობილით დაიწყება - პროდუქციის პორტფელზე სრულად გავრცელდეს. გამონაკლისი არცერთი მანქანა არ იქნება“ - განაცხადა ვან ჰოიდონკმა.

პროდუქტის ხელმძღვანელმა ბერნდ კიორბერმა გაიმეორა ვან ჰოიდონკის განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა და აღნიშნა, რომ ახალი დიზაინის დანერგვას დიდი დრო არ დასჭირდება. კიორბერის ინფორმაციით, ამას სულ რაღაც 3-4 წელიწადი დასჭირდება.

თუმცა, არ ინერვიულოთ, ეს არ ნიშნავს, რომ BMW-ის ყველა მოდელი Neue Klasse-ს დაემსგავსება. ვან ჰოიდონკმა დაადასტურა, რომ მიუხედავად მათი წარმოების ყველა მოდელის საერთო მახასიათებლებისა, თითოეულ მოდელს მაინც საკუთრებრივი, „განსხვავებული ხასიათის თვისებები“ ექნება.

თავდაპირველი გეგმით, Neue Klasse-ს დიზაინის გამოყენებას კომპანია მხოლოდ ელექტრომობლებზე გეგმავდა, თუმცა ოქტომბერში დაადასტურა, რომ ცვილილებები ბენზინზე მომუშავე მოდელებზეც გავრცელდებოდა. ახალ მოდელებში, ავტომწარმოებელი სავარაუდოდ თავის მასიურ, „თირკმლისებრ“ ცხაურზე უარს იტყვის და უფრო გლუვ წინა ფასციასა და უფრო დახვეწილ დიზაინის ელემენტებზე გააკეთებს არჩევანს.

 

მსგავსი სიახლეები