აუქციონი, ბიემვი, ბიემვი ე30 ემ3
Aa
Aa

46 წლის BMW ახალივით გამოიყურება და მსგავსი ფასიც აქვს

სანამ M ნიშანი BMW-ს მაღალი ხარისხისა და სტატუსის სიმბოლოდ იქცეოდა, ბევრად უფრო მარტივი მანქანებიც არსებობდნენ. დიდი ხნით ადრე, სანამ E30 M3-ის 1985 წელს სათაურებში მოხვდებოდა, E21 323i-მ დაამტკიცა, რომ კარგად დაბალანსებულ, უკანაამძრავებს არ სჭირდებოდათ დიდი პიარი, რომ გამორჩეული ყოფილიყო. ახლა კი, საოცრად კარგად შემონახული 1979 წლის ეგზემპლარი შვედეთში აუქციონზე იყიდება.

ეს კონკრეტული 323i, Reseda Green-ის საღებავითაა დაფარული და პირველმა მფლობელმა 1979 წლის ივლისში შეიძინა. კაპოტის ქვეშ 2.3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული - E21 ხაზის ყველაზე მძლავრი ვარიანტი, რომელიც 141 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.

ამ ორკარიანი სედანის სიმძლავრე შეიძლება ძალიან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ დღევანდელი G80 M3 CS-ის 543 ცხენის ძალასთან შედარებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 70-იანი წლების ბოლოა. გარდა ამისა, E21-ის წონა დაახლოებით 1,180 კგ იყო, ამიტომ სამუშაოს შესასრულებლად მას დიდი ცხენის ძალა არ სჭირდებოდა. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8.7 წამში ჩქარდებოდა და მაქსიმალურ სიჩქარეს 190 კმ/სთ-მდე ავითარებდა.

თუმცა, რაც ამ მანქანას ნამდვილად გამოარჩევს, არა მისი სპეციფიკაციები, არამედ მისი მდგომარეობაა. Bilweb Auctions-ის ინფორმაციით, თავდაპირველი მფლობელი და მისი მეუღლე მანქანას მხოლოდ 1979-დან 1984 წლამდე ფლობდნენ და ზაფხულის თვეებში იყენებდნენ. დარჩენილი 26 წლის განმავლობაში კი, ხელუხლებლად ავტოფარეხში ინახებოდა.

2010 წელს მფლობელმა მისი აღდგენა გადაწყვიტა და მანქანას, თავისივე სარემონტო სახელოსნოში სათანადო მომსახურება ჩაუტარა. არსებული მდგომარეობით, მოდელს 35 916 კმ აქვს გავლილი და ნამდვილად, ახალივით გამოიყურება. ფასიც შესაბამისია: E21 ამჟამად აუქციონზეა გამოტანილი და მისი ღირებულება $57 000-მდეა.

 

მსგავსი სიახლეები