საავტომობილო წარმოება ახალი კრიზისის წინაშეა | რისი დეფიციტია ავტოსამყაროში?
იშვიათმიწა მინერალებზე მსოფლიოს დამოკიდებულება პრობლემას ქმნის. ეს პრობლემა კი, მასალების დეფიციტია. ამჯერად, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რესურსი მაგნიტებია, რომლებიც ჩინეთიდან ექსპორტის შეზღუდვების რისკის ქვეშ დგანან. ავტომწარმოებლებისა და მომწოდებლების ალიანსის გაფრთხილებით, სავაჭრო რეზოლუციის გარეშე წარმოების შეფერხებები გარდაუვალია.
Reuters-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ავტომობილების ინოვაციების ალიანსმა (AAI) და საავტომობილო და აღჭურვილობის მწარმოებელთა ასოციაციამ (MEMA) 9 მაისს აშშ-ის ადმინისტრაციას ერთობლივი წერილით მიმართა. მიმართვა იშვიათიმიწა მაგნიტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ეხებოდა. მთავარი საკითხი ჩინეთის ძალისხმევა იყო - ექსპორტის ლიცენზიების გაცემის შეჩერებაზე. ალიანსის განცხადებით, იშვიათმიწა მინერალებზე წვდომის შეზღუდვამ, შესაძლოა, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფროს.
„ამ ელემენტებსა და მაგნიტებზე საიმედო წვდომის გარეშე, საავტომობილო მომწოდებლები კრიტიკული საავტომობილო კომპონენტების წარმოებას ვეღარ შეძლებენ“, - განმარტავენ ალიანსის წევრები. „რთულ სიტუაციაში, ეს შესაძლოა წარმოების მოცულობის შემცირების ან თუნდაც ავტომობილების ასაწყობი ხაზების გაჩერების აუცილებლობას გულისხმობდეს“.
ავტომობილებისთვის საჭირო ნაწილები მოიცავს ყველაფერს: ღვედებითა და კამერებით დაწყებული, განათებითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით დასრულებული. ალიანსის განცხადებით, კრიზისი შესაძლოა ყველა საჭირო მასალას შეეხოს და წარმოებაც შეაფერხოს, რის გამოც, გამოსავლის ძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ.
ცნობისთვის, AAI საავტომობილო მწარმოებლების ისეთ გაერთიანებას მოიცავს, როგორებიცაა BMW Group, Ford, General Motors, Honda, Hyundai, Stellantis, Toyota და Volkswagen. ხოლო MEMA 1 000-ზე მეტ წევრს წარმოადგენს - მათ შორის ქარხნული და სათადარიგო ნაწილების მიმწოდებლებს.
არაჩინელ მომწოდებელზე გადასვლა ასევე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა, მაშინ, როდესაც იშვიათი მინერალების წარმოების სიმძლავრის 90%-ზე მეტი, 17 ელემენტისგან შემდგარი ჯგუფი, ჩინეთშია ლოკალიზებული. ოკლაჰომაში მდებარე მაღაროც კი, გადამუშავებისთვის ჩინეთზეა დამოკიდებული. ქვეყანა ამ დამოკიდებულების შემცირებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა სიტუაციის გამოსწორებას წლები დასჭირდება.