Disney-ის თემატიკის პარკo „მანქანებიდან“ | მათ შორის ზრდასრულებისთვის
გასულ წელს, Disney-მ ორლანდოში, Magic Kingdom Park-ში, Pixar-ის ავტომობილებისადმი მიძღვნილი პარკის მშენებლობა დააანონსა. თუმცა რამდენიმე ილუსტრაციის გარდა, რომლებიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ახალი პროექტის შესახებ ცნობები მწირი იყო. თუმცა დღეს, დიდი გაფართოების შესახებ, კომპანიამ ახალი დეტალები გაავრცელა.
ეს იქნება Magic Kingdom-ის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოება. პისტონ პიკის ეროვნული პარკი, რომელიც ახლა Magic Kingdom-ში გაცოცხლდება, Disney-ის ფილმში Planes: Fire & Rescue, რეალური ადგილი იყო. ავტომობილების თემატიკის ახალი ტერიტორია ხშირი ფიჭვნარითა და თოვლიანი მთის მწვერვალებით იქნება დაფარული და მთელ სიგრძეზე მდინარე გასდევს.
Disney Imagineers-მა ახალი პროექტისთვის შთაგონება ამერიკის ეროვნული პარკებიდან მიიღო. ის ასევე აერთიანებს ვიზიტორების სახლს, რეინჯერების შტაბ-ბინას და საფეხმავლო ბილიკებს, რომლებიც ავტომობილების ატრაქციონის გვერდით იქნება განთავსებული. პირველი ატრაქციონი „ოფ-როუდ“ რალის მსგავსია და სტუმრებს საშუალებას აძლევს შესაძლებლობები ტყის ტერიტორიაზეც გამოცადონ.
Disney გვპირდება, რომ ეს გამოცდილება „ნამდვილი რბოლის მსგავსი იქნება“. მეორე, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ატრაქციონი პატარა ბავშვებისა და ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი. „პისტონ პიკის ეროვნული პარკის“ გახსნის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა სამუშაოებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ეს პროექტი 2027-28 წლამდე არ დასრულდება.