ფასები, ბიემვი, ბიემვი ემ3, ავტოწარმოება, ავტომობილების ფასები
Aa
Aa

BMW ბოლო წლებში M3-ის ფასებს საიდუმლოდ ზრდიდა

ავტომწარმოებლების დიდმა ნაწილმა, 2026 წლის მოდელებისთვის, ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. მათ რიგს კი, დღეიდან, შეგვიძლია კიდევ ერთი მოდელი BMW M3 მივამატოთ. 2026 წლის ვერსიისთვის, BMW M3-ის ყველა მოდელის ფასს $1 7000-ით ზრდის.

Bimmerpost-ზე გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, 2026 წლის M3-ის ფასები საწყისი დონის მოდელისთვის $78 400-დან, M3 Competition-ისთვის $82 600-დან და M3 Competition xDrive-ისთვის $87 700-დან დაიწყება. ეს ფასები, არსებულ მოდელთან შედარებით, $1 700-ით მეტია. თუმცა აქ უფრო საინტერესო ის ფაქტია, რომ წლიურად მოდელის ფასების ზრდა უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივი ამბავია და შესაძლოა, აშშ-ის ახალ ტარიფებს სრულადაც არ უკავშირდებოდეს.

უახლესი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის M3 სერიის წარმოება ივლისში დაიწყება. თუმცა მიწოდების ოფიციალური თარიღი დადასტურებული ამ ეტაპამდე არაა.  ცნობისთვის, 2026 წლის მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, ამიტომ მომხმარებლები ზედმეტი თანხის სანაცვლოდ, არც დამატებით ფუნქციებს იღებენ.

როგორც BMW Blog-ი აღნიშნავს, G80 თაობის M3-ის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოდელი პირველად, 2021 წლის მარტში, აშშ-ის შოურუმებში გამოჩნდა. გამოსვლისას სტანდარტული M3-ის ფასი 69 900 დოლარიდან იწყებოდა. უკანა წამყვანი M3 Competition-ის ფასი კი - 72 800 დოლარი იყო. რაც შეეხება სრულად ამძრავ Competition xDrive-ის ფასს, ის 76,900 დოლარს უტოლდებოდა.

ცნობისთვის, წლებით ადრე, თითოეული ვერსიის ფასი რამდენიმე ათასი დოლარითაც გაიზარდა და ტოპ-მოდელის ღირებულება ახლა $90 000-ს უახლოვდება - და ეს ყველაფერი მანამ, სანამ, სხვა ხარჯების მიმატებასაც დავიწყებთ.

 

მსგავსი სიახლეები