შევროლეტი, შევროლეტ სილვერადო, შევროლეტ სი20
Aa
Aa

1970 წლის Chevrolet-ი, რომელიც კაპოტის ქვეშ დიდ ბობმას მალავს

 თქვენ წინაშე 1970 წლის Chevrolet C20-ია, რომელიც კაპოტქვეშ ძალიან დიდ საიდუმლოს მალავს. ამის მიხვედრა კი, ალბათ, ერთი შეხედვით ყველას გაუჭირდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოიყურება ის ახლა. ავტომობილი სრულად მტვერშია დაფარული, ხოლო დიდ ნაწილზე ჟანგი აქვს მოდებული.

თუმცა Icon 4×4-ის მიერ შექმნილი, ეს სპეციალური C20, რომელიც Derelict-ის სახელითაა ცნობილი, ქარხნულ გარსს იმსახურებს, თუმცა ახალი Silverado-ს პლატფორმაზეა განახლებული. კომპანიას, ამ ორი მოდელის "შეჯვარების" პროექტზე დეტალური ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია, თუმცა მარტივი სამუშაო ნამდვილად არ ჩანს.

ამ მოდელისთვის სიმძლავრეს Silverado-ს V8 ძრავა უზრუნველყოფს, რომელიც სავარაუდოდ იმავე გადაცემათა კოლოფს უკავშირდება, რომელსაც 2025 წლის მოდელშიც ვიხილავთ. ერთი რამ ფაქტია: კაპოტის ქვეშ ჩახედვის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის თქმა, განსხვავდება თუ არა ეს C20 სხვა C20-ისგან. ის უბრალოდ ერთი მუშის მანქანას ჰგავს.

ძველი მანქანების ახალი ძრავებით აღჭურვა სიახლე არავისთვის არაა. და მსგავს ცვლილებებს, როგორც წესი სალონის გარემონტებაც მოსდევს ხოლმე თან. Icon 4×4-ის შემოქმედებაში ნამდვილად აღსანიშნავია ის, რომ სალონის უმეტესი ნაწილი სტანდარტულ C20-ს ჰგავს. შედეგად, ახალი დეტალების დამატებაც ქარხნულ დიზაინში მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე მოხდა.

სალონში თქვენ ღილაკები, ციფერბლატები და ახალი Chevy-ს პატარა საინფორმაციო-გასართობი ეკრანი დაგხვდებათ. Icon-მა ამ მოდელზე მორგებული პანელიც შექმნა და ის ძველ ვერსიაშიც იდეალურად ჩაამონტაჟა. შედეგად, ახალი შტრიხების დამატებითაც კი, ავტომობილი თავის ძველ იერსახეს ინარჩუნებს. სხვა განახლებებშია სავარძლებზე ახალი ტყავისა და სხვა ქსოვილების გამოყენება. ასევე კლასიკური ორნაკვთიანი საჭე, რომელიც კვლავ ინარჩუნებს თავის ადგილს წინა და ცენტრში.

Icon 4×4-ს ამ კონკრეტული კონსტრუქციის ღირებულება არ გაუსაჯაროებია. თუმცა მისი ჩანაწერებისა და წარსული პროექტების გათვალისწინებით,  დაბალ ფასზე დიდი მოლოდინებიც არ უნდა შევიქმნათ.

მსგავსი სიახლეები