მეორადი ავტომობილების ფასები იზრდება | ელექტრომობილების იკლებს
ფაები იზრდება და ბოლო პერიოდში, ეს მატებ მეორადი ავტომობილებზეც ვრცელდება. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ზრდის ტენდენციის შემდგომ, მეორადი ავტომობილების ფასებმა კლება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. თუმცა, როგორც უახლესი მონაცემები მიუთითებს, ფასები კვლავ იმატებს. მაგალითისთვის, გასულ თვეში ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის მეორადი ავტომობილის საშუალო ფასმა $32 317-ს მიაღწია.
iSeeCars-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ეს ფასი 2%-ით, შესაბამისად $630-ით მეტია 2024 წლის მაისთან შედარებით. ეს შესაძლოა გაზვიადებულ შეშფოთებად მიიჩნიოთ, თუმცა მეორადი ავტომობილების საშუალო ფასები მარტსა და აპრილში შესაბამისად 1%-ითა და 1.8%-ითაა გაზრდილი, რაც ნიშნავს რომ მატების ტენდენცია შეინიშნება. თანაც ეს მაშინ, როდესაც მეორად ავტომობილებზე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, ფასები სტაბილურად მცირდებოდა. 2024 წლის დეკემბერში მეორადი ავტომობილის საშუალო ფასი $29 651-ს აღწევდა.
სეგმენტი |
2025 წლის მაისი საშუალო ფასი |
განსხვავება $-ში |
განსხვავება %-ში |
მეორადი მანქანები |
$32,317 |
$630 |
2.0% |
პიკაპი |
$39,880 |
$633 |
1.7% |
SUV |
$32,880 |
$1,354 |
4.3% |
მსუბუქი ავტომობილი |
$27,292 |
-$555 |
-2.0% |
ჰიბრიდები |
$30,702 |
$538 |
1.8% |
ელექტრომობილები |
$31,110 |
-$2,993 |
-8.8% |
თუმცა მეორადი ელექტრომობილების შემთხვევაში, სურათი რადიკალურად განსხვავებულია. მაგალითად, გასულ თვეში EV-ების ფასები 8.8%-ით შემცირდა. შედეგად, 2024 წლის მაისთან შედარებით, საშუალოდ ეს ავტომობილები $31 110-ად იყიდებოდა - 2 993 დოლარით ნაკლები, ვიდრე ადრე.
ამის მიუხედავად, iSeeCars-ის მონაცემებით, მეორადი ელექტრომობილების ფასები იანვრის შემდეგ $31 000-ს აჭარბებს, რაც ექვსი თვის წინანდელ 27 345 დოლართან შედარებით მეტია. წლიურ ჭრილში, ფასების ყველაზე დიდი ვარდნა Tesla-ს ორმა მოდელმა - Model S და Model Y - დააფიქსირა. შესაბამისად, მათი ფასები შესაბამისად 16%-ითაა და და 14.2%-ით დაეცა. ასევე ათეულში მოხვდნენ Model X, Model 3 და Porsche Taycan-ი, რომლის ღირებულებაც გასულ თვეში 12.7%-ით დავარდა.
რაც შეეხება ფასების ზრდას: BMW-ის მეოთხე სერიის ფასები მაისში თითქმის 20%-ით გაიზარდა და 6 649 დოლარით მაღალ ფასად იყიდებოდა, ვიდრე 2024 წლის მაისში. 16.5%-ით გაიზარდა Infiniti QX60-ის ფასებიც, ხოლო Porsche 718 Boxster-ის ღირებულებამ 15.7%-იანი, ხოლო Cayman-ის შემთხვევაში 15.7%-იანი მატება დააფიქსირა.