მოდიფიცირება, ბიემვი, ბიემვი ემ3, ბიემვი ემ3 სიესი
Aa
Aa

BMW-ს დიზაინერები ამ M3-ით იამაყებდნენ | BMW-ის მოყვარულები, წესით არა

დაახლოებით ხუთი წლის წინ, როდესაც BMW-მ ახალი M3 და M4 გამოუშვა, მათი მასიური თირკმლისებრი ცხაურა ცხარე დებატების ობიექტად იქცა. ზოგს ახალი დიზაინი მოსწონდა, ნაწილიც კი, მას მკაცრად აკრიტიკებდა. ზოგიერთ კრიტიკოსს აზრი დღესაც არ შეუცვლია, თუმცა ფაქტია, მრავალფეროვან საავტომობილო სამყაროში, ამ დიზაინმა თავის დამკვიდრება მეტნაკლებად წარმატებით მაინც მოახერხა.

ეს კონკრეტული M3, რომლის ფოტოებიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ამტკიცებს, რომ BMW-ს დიზაინერებმა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ზუსტად იცოდნენ რას აკეთებდნენ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოფიფიკაციები, ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია, რაც კი BMW-ზე გვინახავს. ის ნამდვილად უნიკალურია და BMW-ის მარტივად გამორჩევის შესაძლებლობასაც გვაძლევს.

პირველი რაც თვალში გვხვდება კი, ამ მოდელის მარტივად შესამჩნევი ფერთა პალიტრაა. მფლობელმა BMW-ისთვის უცნაური ღია მწვანე აარჩია, რომელსაც თეთრი საღებავი შეუხამა. თეთრ ფერშია მანქანის ცხაურაც და მანქანის დისკებიც.

როგორც გითხარით, სახურავი, კაპოტის ნაწილი, M3 CS-ით შთაგონებული ცხაურა, წინა სპლიტერი, გვერდითი კალთები და დისკები თეთრადაა შეღებილი. ჩვეულებრივ, ასეთი ნაწილები კარბონისაა ან პრიალა შავი ფერისაა. ეს კი მწვანე ფერთან ლამაზ კონტრასტს ქმნის. თუმცა, თეთრი ფერის გამო, მანქანას უფრო იაფფასიანი მოდელის შესახედაობას სძენს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რო ამ M3-ის მფლობელმა დასახულ მიზანს მიაღწია: მისი BMW გზებზე ნამდვილად ყველასგან გამორჩეული და მარტივად შესამჩნევი იქნება. თუმცა რთულად სათქმელია, რომ ამ დიზაინით, M3 თავისი რომელიმე მოყვარულის სიმპატიებსაც დაიმსახურებს.

 

მსგავსი სიახლეები