შოტლანდიელი Ascari Ecosse BMW-ის გულით
გასულ საუკუნეში დაბადებულ ავტომოყვარულებს დიდი პრივილეგია ჰქონდათ. ეს პერიოდი უამრავი ეგზოტიკური, გიჟური იდეებით სავსე, ბევრისთვის უცნობი თუ კარგად ნაცნობი სპორტული მანქანების აღზევების დრო იყო. სამწუხაროა, მაგრამ თანამედროვე ავტო სამყაროში იმდენად შეიცვალა პრიორიტეტები, რომ უცნობი ავტო მწარმოებლები თითქმის აღარ არსებობს. 80-იანი და 90-იანი წლები კი იმით იყო გამორჩეული, რომ ათეულობით მცირე კომპანია არსებობდა, რომელთა სახელიც ისე არ ყვიროდა, როგორც BMW ან Mercedes-ი, მაგრამ ხელოვნების ნიმუშებს აწყობდნენ. ძირძველ ავტო ენთუზიასტებს პატარა შოტლანდიური კომპანია, სახელად Ascari კარგად ემახსოვრებათ. ეს იყო პატარა ინჟინერთა ერთობა, რომელიც სპორტულ მანქანებს აწარმოებდნენ. დღეს ჩვენ მათ ფლაგმანურ მოდელს გავიხსენებთ, რომელშიც BMW-ის გული ძგერდა. გაიცანით! მისი სახელია Ascari Ecosse!
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი სპორტული დანიშნულების იყო, ფუნდამენტური კომფორტის ელემენტები მაინც ჰქონდა. იგი საჭის გამაძლიერებლით იყო აღჭურვილი, როგორც წესი ამგვარ სპორტულ და ცენტრალურ ძრავიან მანქანებს 90-იანებში აღნიშნული ფუფუნება არ გააჩნდა. მას აგრეთვე ელექტრო შუშის ამწევები და კონდიციონერიც კი ჰქონდა. ალბათ ამ ყველაფრის წაკითხვისას ახალ თაობას გაუკვირდება, რომ აღნიშნული ოფციები ერთ დროს სპორტულ ავტომობილში ფუფუნება იყო და არა აუცილებლობა. დიახ ბატონებო! მაშინ ფოკუსი მხოლოდ შედეგზე იყო, დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანს ნიშნავდა. ისეთ სპორტულ მოდელზე, როგორიც Ascari Ecosse იყო, ალბათ ნაკლებად აინტერესებს ვინმეს კომფორტი. ის სისწრაფისთვის იყო შექმნილი და ეს უნარი ჭარბად გააჩნდა.
Ecosse-ს ყველაზე მძლავრი ვერსია BMW-ის 8-ცილინდრიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი, რომელიც BMW E38 740-დან იყო აღებული. ეს აგრეგატი ცნობილმა ტიუნინგ კომპანიამ Hartge-მ გააძლიერა. მისი სტანდარტული მოცულობა 4.7 ლიტრამდე აიყვანეს, რაც 426 ცხენის ძალას და 524 ნიუტონს განაპირობებდა. ავტომობილი სულ რაღაც 1250 კილოგრამს იწონიდა და 0-დან 100-მდე 4 წამში ჩქარდებოდა. ეს ყველაფერი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, არანაირი Launch Control-ით და 21-იანი საბურავებით. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ს შეადგენდა. Ascari Ecosse წარმოება სულ რაღაც 17 ერთეულით შემოიფარგლა, რაც თანამედროვე დროში მის იშვიათ და ეგზოტიკურ სტატუსს ხაზს