შევროლეტი, სამხედრო ტექნიკა, ნატო, ჯიემ დიფენსი, შევროლეტ კოლორადო ზეტარ2
Aa
Aa

ნატოს ძალებს შესაძლოა მალე Chevy-ის ამოუცნობი პიკაპი შეუერთდეს

ბრიტანეთის არმიამ, „ნატოს“ სხვა ძალებთან ერთად, შესაძლოა მალე GM Defense-ის Infantry Square Vehicle, შემოკლებით ISV წარადგინოს, რომელიც როგორც სახელიდანაც ჩანს, ქვეითების გადასაყვანად იქნება განკუთვნილი. Infantry Square Vehicle არსებითად Chevrolet Colorado ZR2-ის გაძლიერებული ვერსიაა. ექსკლუზიური კონტრაქტის მისაღებად, GM-მა პარტნიორობა კარგად ცნობილ თავდაცვის კონსტრუქტორთან, NP Aerospace-თან დაიწყო, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში ოპერირებს.

GM-ის ISV-ს უკვე რამდენიმე წელია აშშ-ის არმიის ქვედანაყოფი, სპეციალური ოპერაციების ძალები და კანადის შეიარაღებულ ძალები იყენებენ. ის ასევე განლაგებულია ევროპის კონტინენტზე, მის მეორე ვერსიასთან ერთად, რომელიც IUV-ის (Infantry Utility Vehicle) სახელითაა ცნობილი. ბრიტანეთის არმიას განახლებული ფლოტი სჭირდება და კოლორადოში შექმნილი სატვირთო შესაძლოა ამ ამოცანისთვის იდეალური იყოს.

ISV  თავის პლატფორმას Colorado ZR2-თან იზიარებს და 90%-ით კომერციულად მზა ნაწილებისგან - მათ შორის, Chevrolet Performance-ის კომპონენტებისგან - შედგება. ეს ერთი მხრივ ხარჯებს ამცირებს და მის სანდოობასა და უსაფრთხოებაზეც ხაზს უსვამს. მისი სიმძლავრე GM-ის ნაცნობი 2.8-ლიტრიანი Duramax-ის ტურბო-დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავიდან მოდის, რომელიც 6-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან და 2-სიჩქარიან სარიგებელ კოლოფთანაა დაკავშირებული.

ISV-სა და IUV-ს მაქსიმუმ ცხრა ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ისინი საკმარისად პატარა და მსუბუქია იმისთვის, რომ მისი ტრანსპორტირება დიდი თვითმფრინავების, მათ შორის C-17 Globemaster III-ის საშუალებით მოხდეს ან Chinook-ის ან King Stallion-ის ვერტმფრენის სათავსოში მოათავსონ.

GM-ის თავდაცვის უფროსის განცხადებით, მთავარი მიზანი ბრიტანეთის არმიისთვის ინოვაციური გადაწყვეტის შეთავაზებაა, რაც თავის მხრივ საუკეთესო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, როგორც მათთვის, ასევე სრულად „ნატოს“ ალიანსის პარტნიორებისთვის.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები