90-იანები, ბრიტანეთი, როუდსტერი, ფორდ მონდეო, ატმოსფერული ძრავა, Caterham, სუზუკი კაპუჩინო, როვერ 200
Aa
Aa

დახვეწილი Caterham 21, რომელიც ვერ შედგა

Caterham 7-ის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. მისი ისტორია თითქმის ყველამ იცის და უამრავ ავტომოყვარულს ძალიან უყვარს. ეს ავტომობილი საუკეთესო მართვის უნარებით გამოირჩევა, რაც მის მძღოლს ძალიან ახალისებს. რეტრო შეხედულება, ღია სახურავი, ძალიან დაბალი წონა და ამ წონასთან მიმართებაში საკმაოდ ძლიერი ძრავა - ეს ყველაფერია იმ ავტომოყვარულისთვის, რომელიც თავისი ავტომობილით ხარობს.

Great Motoring Disasters: Caterham 21

90-იანების დასაწყისში Caterham-ის მცირე კომპანიამ უფრო დიდ მასებზე გასვლა გადაწყვიტა. მათი მიზანი შემდეგში მდგომარეობდა - კომპანიის ნიშა არ უნდა დაკარგულიყო, მაგრამ ავტომობილი მეტად მისაღები უნდა ყოფილიყო, როგორც ავტომოყვარულებისთვის, ისე ყოველდღიური ექსპლუატაციისთვისაც. კომპანიამ თავისი იდეა რეალობაში მოიყვანა და 1994 წელს ბევრისთვის უცნობი Caterham 21 ვიხილეთ.

Caterham 21 1994-1999 - Car Voting - FH - Official Forza Community ...

ეს ლამაზი როუდსტერი წინამორბედთან შედარებით მეტად დახვეწილი იყო. მისი ძარა საკმაოდ აეროდინამიკური იყო, აგრეთვე ინტერიერი საბრძოლო მანქანისას არ ჰგავდა და მინიმალური კომფორტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას დიდი წარმოება არ ჰქონდა, გადაწყვიტეს მცირე ეკონომია გაეკეთებინათ ისეთ დეტალებზე, როგორიც უკანა მაშუქები, სარკეები და წინა გაბარიტის მაშუქები იყო. უკანა მაშუქები პირველი თაობის Ford Mondeo-სგან ჰქონდა აღებული, სარკეები Rover 200-ისგან, ხოლო წინა მაშუქები Suzuki Capuccinno-სგან.  მის კომფორტს ისიც ემატებოდა, რომ ავტომობილი Caterham 7-თან შედარებით 100 კილოგრამით მძიმე იყო, რაც უკეთესს სვლას განაპირობებდა. მიუხედავად ამისა როუდსტერის წონა მაინც ძალიან მცირე იყო და სულ რაღაც 665 კილოგრამს შეადგენდა. Caterham 21-ის ყველაზე მძლავრი ვერსია 2-ლიტრიანი და 230 ცხენის ძალიანი იყო, რომელიც 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდებოდა.

Caterham 21 vs AC Ace Brooklands vs Ginetta G33 vs Jensen S-V8: the  forgotten generation | Classic & Sports Car

კომპანიამ დასაწყისში დააანონსა, რომ 1 წლის განმავლობაში 200 ერთეულის წარმოებას აპირებდა, რეალურად კი 1994-1999 წლებში მხოლოდ 50 ერთეულის წარმოება მოხერხდა და დიდი გეგმების მიუხედავად, Caterham 21-მა სერიული წარმოება მაინც ვერ გააგრძელა. 

მსგავსი სიახლეები