ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც მეორად ჩინურ მანქანაში $1.5 მილიონი გადაიხადა?
ჩინეთში წარმოებული ავტომობილების შეძენის მსურველთა უმრავლესობას, ამ მოდელების შედარებით დაბალი ფასები იზიდავს. მაგრამ ამ რეტროსედანის შემთხვევაში, ეს მიზეზი ნამდვილად არ გამოდგება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებმა პირმა, მეორად სედანში $1.5 მილიონი გადაიხადა, რაც ამ ერთგვარი სტერეოტიპიდან, რომელიც ზემოთ განვიხილეთ, თითქოსდა ამოვარდნილია.
თუმცა ეს ავტომობილი ერთი სტანდარტული ჩინური მოდელი არ გეგონოთ. ის Hongqi Golden Sunflower Guoli Lanting Yayun-ია, შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჩინური ტრადიციული ხელნაკეთობის ნაზავით. რაც მთავარია, Hongqi-ის არაფერი აკავშირებს იმ დაბალფასიან ელექტრომობილებთან, რომლებითაც ჩვენ ჩინეთის საავტომობილო ბაზარს ასე კარგად ვიცნობთ.
Car News China-ს ცნობით, Hongqi ფუჭოუს ლაქის ტექნიკას იყენებს, რაც ზედაპირზე ბუნებრივი ლაქის 28 ფენად, ხელით წასმას გულისხმობს. ზედაპირი კი, მარგალიტისფერით არის მოჭედილი და მასზე 1 500 წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი, ჩინური კალიგრაფიის, Lantingji Xu-ს ამონარიდებია. ეს ყველაფერი არაა. ფოტოზეც ჩანს, რომ ჩინურ ტრადიციულ დიზაინში ავტომობილის სხვა ნაწილებიცაა შესრულებული.
მასიურ, 6-მეტრიან (19.6 ფუტიან) Guoli-ს ლიმუზინს, 2024 წლამდე, კომპანიის რებრენდინგამდე, ყველა L5-ის სახელით იცნობდა. შესაძლოა ეს არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რეტრო დიზაინი და ჩრდილოეთის ვარსკვლავზე მინიშნება, მას ყველასგან გამოარჩევს. ალბათ მისმა მფლობელმაც, სხვა მოდელებს შორის ეს ჩინური ვერსია სწორედ ამიტომ აირჩია.
როგორც ამბობენ, პირი რომელმაც Guoli შეიძინა ბიზნესმენი სტანისლავ სემენოვია. სემენოვმა ჩინურ მოდელში $1.5 მილიონი გადაიხადა. საინტერესოა, რომ მანქანა 382 ცხ.ძ-იანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და ნული კილომეტრი აქვს გავლილი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სემინოვი მისი პირველი მფლობელი იქნება.