პოლიცია, ქურდობა, მათე რიმაცი, ბუგატი, ბუგატი შირონი, ბუგატი ჩირონი
Aa
Aa

მათე რიმაცს Bugatti Chiron-ი სამსახურის პარკინგიდან მოპარეს...

Bugatti-სა და Rimac-ის გენერალურ დირექტორს, მათე რიმაცს საკმაოდ უცნაური ჩვევა ჰქონდა — ის თავის ავტომობილებს — მათ შორის Bugatti Chiron-ის მსგავს მრავალმილიონიან სუპერქარებსაც კი თითქმის არასდროს კეტავდა და გასაღებს სალონში ტოვებდა. ლოგიკა გასაგებია: ჰიპერქარის მოპარვა იმდენად მასშტაბური და თვალსაჩინო დანაშაულია, რომ შემთხვევითი ქურდი ამას ძნელად თუ გაბედავს. თუმცა ცდუნება ვიღაცისთვის მაინც გადაულახავი აღმოჩნდა...

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

ხორვატიაში, Bugatti-ს ოფისთან გაჩერებული Chiron-ი ძალიან სასაცილოდ გაიტაცეს. მოვლენების განვითარება იმდენად უცნაური აღმოჩნდა, რომ თავად მათე რიმაცმა მომხდარის შესახებ ვრცელი ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Bugatti-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, როგორ ტოვებდა ჰიპერქარი კომპანიის ტერიტორიას. Bugatti-ს გუნდის შიდა ჯგუფურ ჩატში სწრაფად გაირკვა, რომ საჭესთან მჯდომი ადამიანი არცერთ თანამშრომელს არ ეცნობოდა. რიმაკმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია და პროცესში თავად ჩაერთო.

View this post on Instagram

A post shared by Mate Rimac (@materimac)

„პოლიციას ოპერატიულად დავუკავშირდით. პარალელურად, თვალს ვადევნებდით ონლაინ ტელემეტრიის მონაცემებს, რომლებიც რეალურ დროში გზავნიდა ინფორმაციას მანქანის ზუსტი ადგილმდებარეობის, სიჩქარის, საწვავის დონისა და ყველა სხვა პარამეტრის შესახებ. დავინახე, რომ ჰიპერქარი სლოვენიის საზღვრისკენ მიემართებოდა. ჩემი მეგობრების ნაწილი პოლიციასთან დარჩა, გავხსენით საერთო ჩატი, სადაც ყველა მონაცემს უწყვეტად ვგზავნიდით. მე ჩემს სავსეავზიან Porsche 911-ში ჩავჯექი და აქსელერატორს ბოლომდე დავაჭირე — თუმცა ქურდს მთელი ერთი საათის ფორა ჰქონდა“,  — აცხადებს რიმაცი.

დევნა ხორვატიიდან დაიწყო, გაიარა სლოვენია და ავსტრიაში გაგრძელდა. ვინაიდან Chiron-ს საწვავი უთავდებოდა, პოლიცია იმედოვნებდა, რომ ქურდს ბენზინგასამართ სადგურზე აიყვანდნენ. თუმცა, მან ავზი ნახევრამდე სწრაფად შეავსო და ტერიტორია დატოვა.

მათე რიმაცს Bugatti Chiron-ი სამსახურის პარკინგიდან მოპარეს... — ფოტო 1
მათე რიმაცს Bugatti Chiron-ი სამსახურის პარკინგიდან მოპარეს... — ფოტო 2
მათე რიმაცს Bugatti Chiron-ი სამსახურის პარკინგიდან მოპარეს... — ფოტო 3

საბოლოოდ, ბოროტმოქმედი ავსტრიაში დააკავეს. Bugattis CEO-მ განაცხადა, რომ ქურდი „შეეცოდა“ და პირადად ჩივილზე უარი თქვა, თუმცა ავტომობილის კოლოსალური ღირებულების გამო დამნაშავეს კანონთან სერიოზული პრობლემები მაინც შეექმნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები